საკნატუნო ამბები

სად ყიდულობენ ტანსაცმელს პრეზიდენტები?

fun time

14:00 სამ. 16 მარტი, 2021 წელი

მსოფლიოს ყველაზე ძვირი
მაღაზია

14
დაკოპირებულია

ამ მაღაზიაში მამაკაცის პიჯაკი, დაახლოებით, $50 000 ღირს, სპორტული ფეხსაცმელი - $2000, მამაკაცის წინდა - $50, პირბადე - $465! სიძვირის მიუხედავად, აქ მყიდველების სიმცირეს არ უჩივიან, პირიქით - მათთან სამოსის ყიდვა ყველა ფულიან ადამიანს არ შეუძლია.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი მაღაზია 1976 წელს, ბევერლი ჰილზზე ირანული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა პაქსად ბიჯანმა გახსნა. BIJAN-ის ექსკლუზიურ ბუტიკში მართლაც განსაცვიფრებელი ფასებია.

BIJAN-ის ცნობილ კლიენტთა შორის ამერიკის ოთხი პრეზიდენტია: რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

სწორედ ამ მაღაზიაში ყიდულობდნენ პარფიუმერიას და სამოსს ტონი ბლერი და ვლადიმირ პუტინი, მსახიობები არნოლდ შვარცენეგერი, ტომ კრუზი და ბევრი სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ - „ამაზონის“ მფლობელი ჯეფ ბეზოსიც.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ წინასწარი ჩაწერით არის შესაძლებელი, აქ უკვე ნამყოფია მსოფლიო ელიტის 40 000 წარმომადგენელი.

BIJAN-ის ბუტიკები ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, მალიბუს, მილანისა და ფლორენციის ყველაზე მოდურ ქუჩებზეა განთავსებული. პაქსად ბიჯანი მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვის მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მიმწოდებელი კი არა, მეგობარიც იყო... მის რჩევებს ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ. ის უყვარდათ და აფასებდნენ.

ირანელი პირადად არჩევდა თავისი ბუტიკის კლიენტებს და პირადად ხვდებოდა სტუმრებს. ბიჯანის კლიენტების სიაში მოხვედრა ისევე პრესტიჟულია, როგორც ფორბსის სიაში მოხვედრა.

ირანელის მაღაზიაში არა მხოლოდ ტანსაცმელი და ძვირად ღირებული „სათამაშოებია“, მაღაზიის მფლობელი თავად ქმნიდა ექსკლუზიურ სუნამოებს გამორჩეული კლიენტებისთვის. მისი სუნამოები Michael Jordan Cologne და DNA ამ დრომდე მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა და ღირსეულად ატარებს ყველაზე ძვირისა და პრესტიჟულის ტიტულს.

მაღაზიის გარდა, პაქსად ბიჯანი თავისი უჩვეულო ავტომობილების კოლექციითაც იყო ცნობილი, რომლებიც ბევერლი ჰილზზე საკუთარ მაღაზიასთან ეყენა.

ბიჯანის მანქანებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა BENTLEY-ს წყვილი - ყვითელი შავი სალონით და შავი ყვითელი სალონით. მათ გარდა, ავტომობილების კოლექციაში შედიოდა Mercedes-Benz SLR McLaren, ყვითელი Ferrari 430 Spider, ყვითელი Rolls-Royce Drophead coupe და იმავე ფერის Bugatti Veyron.

1980 წელს ბიჯანმა პისტოლეტ Colt-ის ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც 24-კარატიანი ოქროთი გახლდათ დაფარული. მთლიანობაში, 200 ასეთი მოდელი შეიქმნა და თითოეულზე მფლობელის სახელი და პაქსად ბიჯანის ხელმოწერა იყო ამოტვიფრული. 2005 წელს იაკობ ნაჰამაიასთვის შექმნილი პისტოლეტი Christie’s აუქციონზე რეკორდულ თანხად - $50 000 გაიყიდა.

პაქსად ბიჯანი 2011 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად, მაღაზიათა ქსელს მისი ვაჟი ნიკოლასი მართავს.

აქ კი შეგიძლიათ, ნახოთ, თუ რას ყიდის და რა ფასად ყიდის THE HOUSE OF BIJAN



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი