საკნატუნო ამბები

სარი - საშიში სამოსი 21-ე საუკუნეში

fun time

20:55 ოთხ. 21 თებერვალი

ინდური სარი

14
დაკოპირებულია

იაპონიისგან განსხვავებით, სადაც დიდი ხანია, ტრადიციული კიმონო და ჰაკამა აღარ აცვიათ, ინდოეთში მცხოვრები ქალების უმეტესობა სარის ატარებს. რატომ? გარდა იმისა, რომ წარმოუდგენლად ლამაზია, სარი ტრადიციული სამოსია, ლამაზი და ნათელი ფერები აქვს, ძალიან ეკონომიურია და ბევრ ქალს სხვადასხვა სამოსის შეძენა უფულობის გამო არ შეუძლია.

სარი - გამხდარი და მსუქანი ადამიანებისთვის

არსებითად, სარი ქსოვილის გრძელი ნაჭერია, რომელსაც ტანზე იხვევენ. მისი სიგრძე 4.5-იდან 9 მეტრამდეა, სიგანე კი 1.2 მეტრი. სარის ზომა არ აქვს, მთავარია, მის ქვეშ ტოპი და ქვედაბოლო გეცვას.

სარი ყოველმხრივ მოხერხებულია - თუ გასუქდი, სარის ნაკეცები მუცელს დაგიმალავს, თუ გახდი, უფრო მეტად შემოიხვევ და მორჩა. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ტანსაცმლის გადაყრა არ გიწევს.

ინდოელი ქალები აღმერთებენ სარის. მათთვის არ არსებობს პრობლემა - ტანსაცმელში ვერ ვეტევი და ჯინსი აღარ მეკვრება. შესაბამისად, სტრესის გარეშე შეუძლიათ წონაში მომატება. ზოგადად, ინდოეთში პატარა მუცელი „საყვარლობად“ ითვლება.

სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდ შეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთ-ერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.

სარი - სიკვდილის მიზეზი

რა თქმა უნდა, სარის შექმნის დროს მოპედები არ არსებობდა, ახლა კი ეს ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტია. ქალები მოპედებს და მოტოციკლეტს თავადაც ატარებენ და ქმრებთან ერთადაც სხდებიან.

ზოგჯერ მოპედით მგზავრობის დროს ხელში ბავშვი და პროდუქტებით სავსე ჩანთაც უჭირავთ, ამიტომ სარის დაჭერას ვერ ახერხებენ. ინდოეთში ყოველწლიურად რამდენიმე ქალი იღუპება და უამრავი სახიჩრდება იმის გამო, რომ მოტოციკლეტის მოძრაობისას სარი საბურავს ეხვევა. ფაქტია, ყველაზე ეკონომიური და ლამაზი სამოსი მოტოტრანსპორტისთვის სრულიად შეუფერებელია.

ინდოეთში სახლების უმეტესობას ჯერ ისევ ტრადიციული ღუმელით ათბობენ, ხელმოკლე ოჯახებში კი საჭმელი ძველებურად, ცეცხლზე მზადდება.

ზაფხულის სიცხეში სარი შეიძლება ცეცხლიდან ნასროლი პატარა ნაპერწკლით აალდეს, რაც ძალიან საშიშია. სარი ხომ ტანზე რამდენჯერმე შემოხვეული და კარგად დამაგრებული ქსოვილია, რომელსაც სარაფანივით უცებ ვერ გაიხდი. ამიტომ ინდოეთში ქალების მძიმე დამწვრობების შემთხვევაც ხშირია...

***

ზოგადად, პრობლემა სარიში არაა. 21-ე საუკუნეა, სამყარო იცვლება, მაგრამ ინდოეთში ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ საშუალება, მოტოციკლისთვის ჯინსი იყიდონ და საჭმელი, შუაცეცხლის ნაცვლად, გაზქურაზე მოამზადონ. თანამედროვე სამყარო სარიანი ქალებისთვის ბევრად უფრო სახიფათო გახდა.

ესეც საინტერესოა:

რა არის ინდოელების ვეგეტარიანელობის მიზეზი?

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველი?

რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები