საკნატუნო ამბები

რა არის ინდოელების ვეგეტარიანელობის მიზეზი?

fun time

12:00 პარ. 23 სექტემბერი

ინდოელების
ვეგეტარიანელობა
14
დაკოპირებულია

ყველაზე ადრეული ცნობები ადამიანების შესახებ, რომლებმაც ხორცის ჭამაზე უარი თქვეს, ძველ ინდოეთს უკავშირდება. ვეგეტარიანობა, როგორც მიმდინარეობა, ინდოეთში ძვ. წ. VIII საუკუნეში, ბუდიზმისა და ინდუიზმის მიმდევრებს შორის გავრცელდა. ორივე ჯგუფს სწამდა, რომ ცხოველებზე არ უნდა ეძალადათ.ზოგიერთი რიტუალის გარდა, ცხოველების მოკვლა მკაცრად იკრძალებოდა.

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ამბობენ. ეს შეიძლება იყოს ეთიკური მოსაზრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რელიგიური აკრძალვა, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ინდოელთა ვეგეტარიანელობას განსხვავებული მიზეზები აქვს.

საქმე ისაა, რომ მდიდარი ინდუსების უმეტესობა ხორცს მიირთმევს, თუმცა ყოველთვის არა. ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმი ხორცის ნაცვლად, კლიმატის შესაბამის საკვებს ხილს, მწვანილს და ბოსტნეულს მოითხოვს. თუმცა იგივე ინდუსები ევროპისა და ამერიკის გრილ კლიმატში ცხოვრებისას ხორცს დიდი სიამოვნებით გეახლებიან.

ახალგაზრდა ინდუსს, რომელიც მთელი დღე რიქშას ორთვალას დააგორებს და ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავს, მძიმე ფიზიკური მუშაობის შედეგი სახეზე აწერია. ის ძალიან გამხდარი და წელში მოხრილია. „მძიმე ფიზიკური მუშაობის შემდეგ ხორცი საუკეთესო საჭმელია, მაგრამ სიძვირის გამო ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ის ხელმისაწვდომი არაა,“ - ამბობს რიქშას მეპატრონე.

ინდოეთში მოსახლეობის უმეტესობისთვის მაცივარი ფუფუნების საგანს წარმოადგენს და ხელმიუწვდომელია.

თუ ინდოეთში სადილისთვის ქათმის კერის მომზადება გინდათ, ბაზარში წასვლა მოგიწევთ, სადაც ქათამს თქვენ თვალწინ დაკლავენ, გაასუფთავებენ და მოგყიდიან. რა თქმა უნდა, ასეთი სისხლიანი სურათის ნახვა სასიამოვნო არაა.
გარდა ამისა, ცხოველებში გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო ინდოეთში ახალი ხორცის ჭამა საკმაოდ საშიშია. გასაკვირი არაფერია - ინდოეთში ვეტერინარული სამსახური სახელმწიფო დონეზე არ არსებობს და სოფლებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არავინ აკონტროლებს. ამიტომ ინდუსებმა საშიში ხორცის მიღებას უსაფრთხო ბოსტნეული არჩიეს და ალბათ არც შემცდარან.

ამჟამად კვების ყველაზე თანამედროვე და სავარაუდოდ, საუკეთესო მიმართულება ინტუიციური კვებაა. უსმინეთ საკუთარ სხეულს და ის განიშნებთ რა სურს და რა არა.

ასევე, დაგაინტერესებთ:

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმინდა ცხოველი?

რატომ იკრძალება ღორის ხორცი ისლამსა და იუდაიზმში და ქრისტიანობაში არა?

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კერძო სახლი მუმბაიში დგას - ვის ეკუთვნის ის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13,7 გრადუსი - ადამიანის ყველაზე და...

ადამიანის ყველაზე დაბალი
ტემპერატურა

დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვა...

ხელოვნური ინტელექტი

როგორი იქნება ტექნოლოგიაზე დამოკიდე...

ტექნოლოგიაზე
დამოკიდებული ადამიანი 3000
წლისთვის

მსოფლიოს 5 ტომი განსაკუთრებული უნარ...

ბაჯაოს ტომი

რატომ იმატა ჩინეთში ცარიელი ქალაქებ...

ჩინეთში ცარიელი ქალაქები

რადიაციული ტექნიკით შეიძლება, დახურ...

რადიაციული ტექნიკა
დახურული წიგნის
წასაკითხად

ტიტანიკზე ორჯერ დიდი - მსოფლიოში ყვ...

ახალი ტიტანიკი - Icon of the Seas

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო ქუჩა

მსოფლიოს უცნაური ქუჩები

რატომ აქვს სამეფო ოჯახში ცოლ-ქმარს...

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის
ამბები