იცით თუ არა

რატომ იკრძალება ღორის ხორცი ისლამსა და იუდაიზმში და ქრისტიანობაში არა?

fun time

16:00 კვი. 6 თებერვალი, 2022 წელი

ღორის ხროცის აკრძალვა
მუსლიმებში და ებრაელებში

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ მუსლიმებსა და ებრაელებს ღორის ხორცის საკვებად გამოყენებაზე რელიგიური აკრძალვა აქვთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ ეკრძალებათ ქრისტიანებს იმავეს გაკეთება? 

მუსლიმებსა და ებრაელებში ღორის ხორცის აკრძალვა თითქმის მსგავსია.

ორივე რელიგია ცხელ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, სადაც ღორის მალფუჭებადი და „ბინძური“ ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ცნობილია, რომ ღორი ყველაფერს ჭამს - ლეშიდან დაწყებული, საკუთარი ექსკრემენტებით დამთავრებული. თავად ღორს ყველაფრის მონელება შეუძლია, მაგრამ ადამიანებისთვის ღორის ხორცში დაგროვილი ტოქსინები ნამდვილი შხამია.

გარდა ამისა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ღორის ხორცი შესაფერისი გარემოა ისეთი პარაზიტისთვის, როგორიცაა ტრიქინელას ჭია და ხორცის ცუდი თერმული დამუშავების შემთხვევაში, პარაზიტი შესაძლოა, ადამიანის სხეულში აღმოჩნდეს. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა, რადგან ტრიქინოზი ხშირად სიკვდილს იწვევს.

ზემოთ თქმულის მიუხედავად, ებრაელები და მუსლიმები ჯანმრთელობაზე მეტად, რელიგიური მცნებების შესრულებაზე ზრუნავენ. თორისა და ყურანის გვერდებზე ბევრგან ნახავთ სწორი კვებისთვის ნებადართული და აკრძალული საკვების მიმოხილვას, თუმცა, თითოეულ რელიგიას თავისი ნიუანსები აქვს.

ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია ისეთი ცნება, როგორიცაა „ჰალალი“ (ყველაფერი, რაც ნებადართულია ალაჰის მიერ) და „ჰარამი“ (რაც აკრძალულია). ეს რა თქმა უნდა, საკვებსაც ეხება.

ყურანში (სურა 5, სტროფი 3) წერია: „აკრძალული გაქვთ ლეშის, სისხლის, ღორის ხორცის და ყველანაირი ხორცის ჭამა, რაც დაკლულია ალაჰის სახელის ხსენების გარეშე“.

მოგეხსენებათ, ღორის ხორცი მძიმე პროდუქტია, ისლამის თვალსაზრისით კი ზედმეტი ჭამა ცოდვაა - „ჭამაში ზომიერი იყავი, რათა შენს თავს ზიანი არ მიაყენო და ღარიბებს არ მოაკლო. ალაჰს არ უყვარს მფლანგველები და უკმაყოფილოა მათი უზომო საქმეებით! (ყურანი. 6:141).

მუსლიმებში ასევე იკრძალება პროდუქტები, რომლებიც დანამატებს, მათ შორის, ღორის ცხიმს შეიცავენ. სხვათა შორის, ამ მხრივ ყველის, შოკოლადის, ცომეულის, გაზიანი სასმელების, საპნების და კბილის პასტების ზოგიერთი მწარმოებელი ძალიან სცოდავს. ამ შემთხვევაში თანამედროვე ისლამი მეცნიერები არა მხოლოდ რელიგიური დოგმებით, არამედ მედიცინით ხელმძღვანელობენ და განმარტავენ, რომ ღორის ცხიმი ორგანიზმის მიერ ცუდად შეიწოვება.

აღსანიშნავია, რომ ისლამში ღორის ხორცი (როგორც აკრძალული პროდუქტი) შეიძლება ცხვრის ხორცთანაც გაიგივდეს, თუ ის ჰალალის კანონების მიხედვით არ მომზადდა. მაგალითად, თუ ცხვარი ტანჯვით მოკვდა ან სიკვდილის წინ სხვა ცვრის დაკვლა დაინახა.

თორა, ყურანის მსგავსად, ღორის ხორცის აკრძალვას აშკარად შეიცავს:

„და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს - უთხარით ისრაელის შვილებს, რომ შეუძლიათ ჭამონ ცხოველი, რომელსაც ღრმად ჩაჭრილი ჩლიქები აქვს და ბალახს ცოხნის (ლევიანები 11:2-3).“

შესაბამისად, ირმების, ძროხების, თხებისა და ცხვრების ხორცი ქაშერულად (წმინდა) ითვლება. ჩლიქების არსებობის მიუხედავად, ღორი ბალახს არ ცოხნის, ამიტომ ებრაელებისთვის უწმინდურია - „არ ჭამოთ და არ შეეხოთ მათ ხორცს“ (მეორე რჯული 14:8).

იუდაიზმი ფრინველის ჭამას არ კრძალავს, მაგრამ ის შესაბამისად უნდა მომზადდეს - ნალები ტკივილის მისაყენებლად, ფრინველს ძალიან ბასრი დანით კლავენ და სისხლისგან მთლიანად ცლიან. აღსანიშნავია, რომ სწორად დაკლული ფრინველიც კი შეიძლება არაკოშერი იყოს, თუ მაგალითად, რძის პროდუქტებთან ერთად მოამზადებენ.

ამ დროს, ბევრი ქრისტიანისთვის ღორის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია, ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ არ არსებობს ქრისტიანობაში ღორის ხორცის ჭამასთან დაკავშირებული აკრძალვა?

ღვთის მითითებები საკვების შესახებ არ შეიცავდა რაიმე აკრძალვას - „ყველაფერი ცოცხალი, რაც მოძრაობს, იქნება თქვენი საკვები“ (დაბ. 9:3).

და კიდევ ერთი მონაკვეთი სახარებიდან, რომელიც სრულად ავლენს ქრისტეს დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით: „საჭმელი ღმერთთან არ გვაახლოებს: ჭამით ვერაფერს ვიძენთ და უჭმელობით არაფერს ვკარგავთ“.

ესეც დაგაინტერესებთ 🔰

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?

რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ?

სიყვარულის 4 პრინციპი ებრაელებისგან

რატომ ეკრძალებათ მუსლიმან მამაკაცებს აბრეშუმის და ოქროს ტარება?

როგორ იქცა თამარ მეფის შვილიშვილი მუსლიმანური სამყაროს სიმბოლოდ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი