საკნატუნო ამბები

შარდის შემგროვებელი - გახდება თუ არა ეს ანტიკური ხელობა ისევ აქტუალური?

fun time

16:00 ხუთ. 13 იანვარი, 2022 წელი

ძველი რომის ტუალეტები

14
დაკოპირებულია

ძველ რომში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ადგილად საზოგადოებრივი ტუალეტები მიიჩნეოდა. როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, ძველი რომის საზოგადოებრივი ტუალეტები დღევანდელ მოსაწევ ოთახებს წააგავდა. თავიანთი უშუალო დანიშნულების გარდა, ტუალეტი იყო ადგილი, სადაც საჭირო ადამიანებს ხვდებოდნენ და უახლეს ამბებს განიხილავდნენ. სწორედ ამ მიზეზით, რომაულ საპირფარეშოს შიდა ტიხრები არ ჰქონდა. 

ტუალეტში იდგა გრძელი ქვის სკამები, ზედა და წინა ფასადზე ხვრელებით, რომლებსაც რომაელები პირადი ჰიგიენის დასაცავად იყენებდნენ. უფრო კონკრეტულად კი იღებდნენ ღრუბელს, ამაგრებდნენ ჯოხზე და წყალში ასველებდნენ. პროცედურის დასრულების შემდეგ, ღრუბელს აგდებდნენ, ხოლო ჯოხს შემდეგ ვიზიტორს უტოვებდნენ.

👉 ქვის იატაკში ღარი გამდინარე წყლისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ქვის აუზებს რა დანიშნულება აქვთ? ან რატომ დგას აუზის გვერდით დოქი?

გაგიკვირდებათ, მაგრამ ტუალეტში ეს ჭურჭელი შარდის შესაგროვებლად დგას. დიახ, რომაელები ამ „ძვირფას სითხეს“ უდანაკარგოდ აგროვებდნენ და ბოლო წვეთამდე იყენებდნენ, მაგრამ რისთვის?

საქმე ისაა, რომ დამდგარ შარდში ურობაქტერიების მოქმედების შედეგად ამიაკი წარმოიქმნება (უფერო, მძაფრი გაზი, რომელიც აზოტისა და წყალბადისგან შედგება).

აღსანიშნავია, რომ ამიაკი ცხიმთან რეაქციაში შედის და დაბინძურებულ ტანსაცმელს თხევადი საპნის მსგასად ასუფთავებს.

შემთხვევითი არაა, რომ ზემოთ მოცემულ სურათზე მამაკაცს ხელები ქვის აუზში აქვს - ის ჭუჭყიან ტანსაცმელს შარდში რეცხავს, შემდეგ კი სუფთა წყალში ავლებს! დიახ, რომის საზოგადოებრივი ტუალეტები საზოგადოებრივი სამრეცხაოების ფუნქციასაც ასრულებდა.

ბუნებრივია, რომ რომაულ სამრეცხაოებსა და „სათათბირო ოთახებში“ ძალიან უსიამოვნო სუნი იდგა. სწორედ ამას უკავშირდება რომის საზოგადოებრივ ტუალეტების დაბეგვრასთან დაკავშირებით იმპერატორ ვესპასიანეს ფრთიანი ფრაზა - „ფულს სუნი არ აქვს!“

👉 ქვის აუზი გასაგებია, მაგრამ დოქი რა საჭიროა?

ისტორიული წყაროების თანახმად, რომაელებმა შარდს უამრავი გამოყენება მოუძებნეს, ამიტომ დოქი რომაელი შარდის შემგროვებელთა განუყრელი ატრიბუტი გახლდათ.

ძვირფასი ამიაკი, სამრეცხაოს გარდა, ტყავის სახელოსნოებსაც სჭირდებოდათ.

ამიაკის ხსნარი ცხიმს შლის და ცხოველის ტყავიდან ხორცისა და ბეწვის მოცილებაში ეხმარება. გარდა ამისა, შეღებვამდე ქსოვილებს ამიაკის ხსნარით ამუშავებდნენ, რაც უფრო ხასხასა და მკვეთრ შეფერილობას აძლევდა.

ყოველ დილით შარდის შემგროვებლები ქუჩებში გამოდიოდნენ, მოსახლეობიდან შარდს აგროვებდნენ და სხვადასხვა სახელოსნოში მიჰქონდათ.

ბავშვის შარდს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულად ითვლებოდა, ცალკე აგროვდებდნენ და კბილების გასახეხად იყენებდნენ.

ერთ-ერთი ძველი რომაელი თავის სატირულ ლექსში ვინმე იგნაციუსს, რომელიც თეთრი კბილებით ტრაბახობდა, ასე დასცინოდა: „კბილებს ბრწყინვალებამდე იხეხავ, მაგრამ პირი შარდით გაქვს სავსე“.

🔶

სხვათა შორის, ჩვენ არც ისე შორს წავსულვართ ამ იგნაციუსისგან.

👉 იცით, რისგან შედგება საღეჭი რეზინა?

თუ არა, „გაგახარებთ“: არც ისე დიდი ხნის წინ, საღეჭ რეზინის შემადგენლობაში დაიწყეს კარბამიდის (შარდოვანა, CO(NH2)2) და ნატრიუმის ფტორიდის დამატება.

დამშვიდდით, საღეჭ რეზინში სინთეზური (ხელოვნურად შექმნილი) შარდოვანაა.

მაგრამ, თუ მსოფლიომ მწვანე ენერგიისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, მოგვიწევს ამ უცნაური ხელობის - შარდის შემგროვებლის აღორძინება!

ასევე, დაგაინტერესებთ:

ძროხის შარდი და კორონავირუსი - უცნაური მეთოდები კორონას წინააღმდეგ

10 უცნაური ფაქტი ანტიკური რომის ტუალეტების შესახებ

ფულს სუნი არ ასდის - იცით, რომ ეს გამოთქმა „შარდის გადასახადს“ მოჰყვა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის