საკნატუნო ამბები

შეძახილმა ხე მართლა გაახმო (ვიდეო)

fun time

12:05 ორშ. 26 სექტემბერი, 2022 წელი

შეძახილმა ხე გაახმო

14
დაკოპირებულია

ეს საინტერესო ექსპერიმენტი შვედურმა კომპანიამ „იკეამ“ (IKEA) ჩაატარა და დაადასტურა, რომ მცენარესაც შეუძლია სიყვარულისა და სიძულვილის, მოფერებისა და გაბრაზების აღქმა და, შესაბამისად, რეაგირება.

ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია ბულინგი (დაშინება, ჩაგვრა) და მისი თანამედროვე ვერსია - კიბერბულინგი, რომელიც ინტერნეტში ფართოდაა გავრცელებული. ამიტომ საფრთხის სრულად წარმოსაჩენად, „იკეამ“ საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი სკოლის ფოიეში ორი აბსოლუტურად იდენტური მცენარე დადგეს და მათ თავზე სენსორული ეკრანი განათავსეს, შემდეგ კი მოსწავლეებს სთხოვეს, რომ ერთი მცენარე გამუდმებით ელანძღათ, მეორე კი კომპლიმენტებით გაენებივრებინათ.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, აგრონომი თვალს ადევნებდა, რომ ორივე მცენარეს თანაბარი რაოდენობის სინათლე, წყალი და სასუქი მიეღო.

ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტის შედეგი ყველასთვის ცხადი გახდა - მცენარემ, რომელსაც გამუდმებით ლანძღავდნენ, ჭკნობა დაიწყო, მეორე კი უფრო დამშვენდა და გალამაზდა.

კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უცნაური ექსპერიმენტი ახალგაზრდებს დაეხმარება, უარი თქვან ბულინგზე და ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული და პატივისცემა გამოავლინონ.


ესეც საინტერესოა:

Ikea-ს დამფუძნებელი - მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი ინგვარდ კამპრადი

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!

ბებერი ტიკო - ეს ხე 9500 წლისაა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge