საკნატუნო ამბები

ლიტერატურულ შედევრთა ეკრანიზაცია - 5 გამორჩეული ფილმი

სალომე ჩაჩიბაია

14:53 ორშ. 1 მარტი, 2021 წელი

მოხატული პირბადე

14
დაკოპირებულია

ფილმი თუ წიგნი - ეს კითხვა წიგნის ეკრანიზაციის შემდეგ ყოველთვის იბადება. მკითხველი საყვარელი წიგნის კითხვისას წარმოსახულის მსგავს პერსონაჟებსა და გარემოს ელოდება, ამიტომ ეკრანიზაციას უფრო მეტი კრიტიკა ახლავს ხოლმე, ვიდრე აღტაცება. თქვენ რა აზრის ხართ 5 ფილმის შესახებ?

 

ანა კარენინა/ANNA KARENINA (2012 წ. )

კირა ნაითლი ტოლსტოის რომანის გმირის - ანას როლს იდეალურად ასრულებს. უსიყვარულო ქორწინების ტყვეობაში მყოფი ქალი გრაფ ვრონსკისთან სასიყვარულო ურთიერთობას გააბამს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

ომი და მშვიდობა/WAR & PEACE (2016 წ.)

ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ხუთი არისტოკრატული ოჯახის ამბავს გვიყვება. მთავარი პერსონაჟები მეფე ალექსანდრე I და ნატაშა ბეზრუკოვა არიან, რომლებიც სასიყვარულო სამკუთხედში არიან მოქცეულნი.

მადამ ბოვარი/MADAME BOVARY (2014 წ.)

ფლობერის რომანის ეკრანიზაცია. ამბავი პატარა გოგონას შესახებაა რომელიც ცოლად სოფლის ექიმს გაჰყვა.

მე შენამდე/ME BEFORE YOU ( 2016 წ.)


Jojo Moyers-ის წიგნზე დაფუძნებული ფილმი ორი განსხვავებული პერსონაჟის ამბავს გვიყვება: ლუ, პატარა გოგონაა, რომელიც მძიმე სამუშაოებს შორისაა გაჭედილი და უილი, წარმატებული მამაკაცი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდდა. უილი ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მაგრამ მომვლელ ლუსთან ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი იცვლება.

მოხატული პირბადე/THE PAINTED VEIL (2006 წ. )

ინგლისელი მწერლის, უილიამ სომერსეტ მოემის რომანის სიუჟეტი ასეთია: ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?