ვარსკვლავების ფიზიკური ნაკლი, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
12:00 შაბ. 23 სექტემბერი, 2023 წელი
ცნობილ ადამიანებს უამრავი საშუალება აქვთ, რომ სხვები საკუთარ უნაკლობაში დააჯერონ, თუმცა „პატარა პრობლემების“ საიდუმლოდ დამალვას ყველა ვერ ახერხებს.
ბრიტნი სპირსი - ფსორიაზი
ბრიტნი სპირსს ფსორიაზი აქვს, რომელიც სტრესის დროს ფეხებზე იჩენს თავს. სავარაუდოდ, ბრიტნის დაავადების დამალვა დიდად არ აღელვებს, რადგან ფსორიაზის გამწვავების დროსაც კი ღია ფეხსაცმელს ატარებს.
დერილ ჰანას თითის წვერი არ აქვს
დერილ ჰანა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც საჩვენებელი თითის წვერი დაკარგა.
ჰანა ჩიკაგოში, ბებიის სახლში სტუმრობისას მისი კიბის ლიფტით თამაშობდა, როცა მექანიზმში მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ჩაჰყვა. ინციდენტის შედეგად ჰანამ საჩვენებელ თითზე ორი სახსარი დაკარგა. 2010 წელს დერილ ჰანამ “დეილი მეილთან” ინტერვიუში განაცხადა: “როცა 3 წლის ვიყავი, უბედურება შემემთხვა, რაც დღემდე ახდენს გავლენას ჩემს ხასიათზე.”
ფილმებში და საჯარო გამოსვლებზე მსახიობი, როგორც წესი, პროთეზით ჩნდება.
დევიდ ბოუი - თვალის გუგების უთანაბრობა
ბევრი ფიქრობს, რომ დევიდ ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები აქვს, თუმცა, სინამდვილეში მომღერალს ანიზოკორია - სხვადასხვა ზომის თვალის გუგები აქვს. დევიდ ბოუის ანიზოკორია გენეტიკის შედეგი არაა - მარჯვენა თვალის გუგა ტრავმის შედეგად გაგანიერდა. როცა ბოუი ჯერ კიდევ 15 წლისა იყო, ვარსკვლავს სკოლის მეგობარმა ჯორჯ ანდევუდმა სახეში საბედისწეროდ დაარტყა (ჩხუბის მიზეზი გოგონა იყო, რომელიც ორივეს მოსწონდა).
დენზელ ვაშინგტონი - მოღუნული თითი
ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა მარჯვენა ხელის ნეკა თითი ახალგაზრდობაში, ამერიკული ფეხბურთის თამაშის დროს დაიზიანა.
მსახიობს თითის გასწორების მიზნით ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ნეკი სხვა თითებიდან თითქმის 45-გრადუსიანი კუთხითაა გადახრილი.
ჯერარდ ბატლერი - განსხვავებული ყურები
ბავშვობაში მსახიობს ოპერაცია გაუკეთეს, რომლის შემდეგაც ერთი ყური მეორეზე უფრო „გამოწეულია“. მსახიობი ისეთ ვარცხნილობას ატარებს, რომელიც ამ განსხვავებას მალავს.
ქეით ბოსვორტი - სხვადასხვა ფერის თვალები
ქეით ბოსვორტის სრულიად განსხვავებული ფერის თვალები აქვს. ეს ჰეტეროქრომიაა - თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობა. მას ყველაზე ლამაზ და უნიკალურ დაავადებას უწოდებენ, რადგან ადამიანების 1%-ზე ნაკლებს აქვს.
მეგან ფოქსი - მოკლე ცერა თითები
მეგან ფოქსის დაავადებას ბრაქიდაქტილია ჰქვია - მოკლე ფალანგების სინდრომი, რომელიც მხოლოდ ცერა თითებზე განუვითარდა. მსახიობს დანარჩენი თითები ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ცერა თითები უფრო მოკლე და განიერია.
მსახიობი არ ცდილობს უცნაური თითების დამალვას და ამის გაკეთება არც სჭირდება - იგი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალია, თითების მიუხედავად.
ლებრონ ჯეიმსი - მოძრავი თითები
ლებრონ ჯეიმსი იმდენს ვარჯიშობს, რომ ამ გენიალური კალათბურთელის ფეხის თითებმა ფორმა იცვალეს. ასეთია გამარჯვების ფასი.
ტინა ფეი - ნაიარევი
ტინა ფეი ხუთი წლის იყო, როდესაც შეიარაღებული უცნობი თავს დაესხა. ამ შემთხვევის შემდეგ ტინას სახეზე ნაიარევი დარჩა.
ჯენიფერ გარნერი - ზემოდან გადადებული თითი
მსახიობის უცნაურ ფეხის ნეკა თითს სამედიცინო ენაზე ბრაქიმეტატარსია ანუ “ზემოდან გადადებული” თითი ეწოდება. ამის გამომწვევი მიზეზი მეტისმეტად მოკლე სახსრებია.
ფორესტ უაიტაკერი - ზარმაცი თვალი
ფორესტ უაიტაკერს აქვს ქუთუთოს დაშვება ანუ პტოზი, რომელიც "ზარმაცი თვალის" სახელითაა ცნობილი, ეს მემკვიდრეობითია – ზარმაცი თვალის სინდრომი მსახიობის მამასაც ჰქონდა. მსახიობმა ქირურგიასაც მიმართა, რადგან ჩამოშვებული ქუთუთო ხედვას უშლიდა, მაგრამ უშედეგოდ. კინოკრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ზარმაცი თვალი“ მსახიობის ძალიან უხდება და იდუმალ მზერას სძენს.
ოპრა უინფრი - ზედმეტი თითი?
ერთი შეხედვით, ოპრა უინფრის ზედმეტი თითი აქვს, თუმცა სინამდვილეში, ეს ბუნიონია - ტერფის ყველაზე ხშირი დეფორმაცია. საბედნიეროდ, მისი მოცილება პლასტიკური ქირურგიით შესაძლებელია.
სტივენ ტაილერი - Funky Feet
სტივენ ტაილერის ფეხის თითები წლების განმავლობაში შეიცვალა და როკვარსკვლავი ამაში საკუთარ კარიერას ადანაშაულებს.
Aerosmith-ის სოლისტს ფეხების გამოჩენის არ სცხვენია. ის ღია ფეხსაცმელს ხშირად იცვამს და ფრჩხილების ლაქსაც ისვამს.
ესეც დაგაინტერესებთ:
10 ვარსკვლავი, რომელთა წინაპრებიც მათზე ბევრად ცნობილები ყოფილან
ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ვარსკვლავები და მათი შვილიშვილები
კადრში და-ძმასთან ერთად - ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც მაყურებელმა ვერ შეამჩნია
დიდებული მსახიობი ქალები, რომლებსაც „ოსკარი“ არ მიუღიათ
ჰოლივუდის ყველაზე ძუნწი ვარსკვლავები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან