ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ვარსკვლავები და მათი შვილიშვილები
14:00 ორშ. 19 აპრილი, 2021 წელი
ჰოლივუდის ლეგენდების შთამომავალებიდან ვინ გაჰყვა გამოჩენილი წინაპრის კვალს?
ოდრი ჰეპბერნი - შვილიშვილი ემა ფერერი
ოდრი ჰეპბერნის და მელ ფერერის შვილიშვილი ემა 1994 წელს დაიბადა. გოგონამ მოდელობა სცადა და 2014 წელს ამერიკული Harper's Bazaar- ის გარეკანზეც კი გამოჩნდა, მაგრამ პროფესიად მაინც მხატვრობა აირჩია. ემამ ფლორენციის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ახლა თავის ნამუშევრებს ინსტაგრამზე აზიარებს. ემა სოციალურ ქსელებში საკმაოდ გულწრფელია - ის საკუთარ თავზე ჰყვება და ადამიანებს თავის აზრებსა და ემოციებს უზიარებს.
ბრიჯიტ ბარდო - შვილიშვილი ანა შარიე
ანა შარიე საფრანგეთში ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანია. რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბებიასავით პოპულარული არ არის, მაგრამ ბევრი აღნიშნავს, რომ მომხიბვლელობა მისგან შთამომავლობით მიიღო.
ცნობილია, რომ ბრიჯიტი თითქმის არ მონაწილეობდა თავისი ერთადერთი ვაჟის, მსახიობი ჟაკ შარიეს აღზრდაში და ეს მისია ბავშვის მამას დააკისრა. მსახიობი აღიარებდა, რომ დედობა არასოდეს სურდა და ბავშვზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვაც კი უჭირს. წლების შემდეგ მსახიობმა შვილთან ურთიერთობა დაამყარა, მაგრამ ისინი ახლობელი ადამიანები ვერასოდეს გახდნენ. ამიტომ შვილიშვილი ანა ბებიის ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე გაიზარდა.
მარლონ ბრანდო - შვილიშვილი ტუკი ბრანდო
მარლონ ბრანდოს მრავალრიცხოვანი შვილიშვილებიდან ერთ-ერთს, ტუკის ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მამამისი დუგ დროლეტი მის დაბადებამდე მოკლეს. ტუკის დედას ტარიტა ჩეიანის სახელოვან მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ქალი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ტუკი ხუთი წლის იყო, როდესაც დედამისმა თავი მოიკლა. ბიჭი ბებიამ გაზარდა, რომელიც სახელოვან მსახიობს დიდი ხნის წინ დაშორდა. ტუკიმ სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა, თუმცა ფულის შოვნა სამოდელო ბიზნესით გადაწყვიტა. მსახიობობა პრინციპულად არ სურს, რადგან ხვდება, რომ ბაბუასთან შედარებას თავიდან ვერ აიცილებს და ეს შედარება მის სასარგებლოდ არ იქნება. სიცოცხლის განმავლობაში ბრანდოს შვილიშვილი ერთხელაც არ მოუკითხავს და ანდერძშიც არ მოუხსენიებია.
სოფი ლორენი - შვილიშვილი ლუსია სოფია პონტი
სოფი ლორენის უფროსი შვილიშვილი, 14 წლის ლუსია სოფია პონტი ჭკვიანი და ლამაზი გოგონაა. მამამისი რეჟისორი და პროდიუსერი ედუარდო პონტია, დედა - მსახიობი საშა ალექსანდრი, ბიძა დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი. გოგონა ჯერჯერობით არ ცდილობს ეკრანის ვარსკვლავი გახდეს, თუმცა ამის ყველა მონაცემი აქვს.
კლარკ გეიბლი - შვილიშვილები კლარკ გეიბლ III და კაილი გეიბლი
30 წლის კლარკ გეიბლ III 2019 წელს, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. მას პატარა ქალიშვილი დარჩა. კლარკ III-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პრესაში მისმა უფროსმა დამ, კაილიმ გაავრცელა. ის დიდი ხანია ცდილობს სამსახიობო კარიერა ააშენოს, მაგრამ წარუმატებლად. კაილი ძირითადად, ტელე-შოუებში ან დაბალბიუჯეტიან თრილერებში მონაწილეობს. ოჯახური ტრადიციის თანახმად, მან უფროს ვაჟს ბაბუის სახელი დაარქვა.
გრეის კელი - შვილიშვილები ჟასმინ გრიმალდი და კამილა გოტლიბი
გრეის კელის უფროსი ქალიშვილი, ჟასმინ გრეისი, 1992 წლის მარტში დაიბადა. ის მღერის და ფილმებში მონაწილეობს. ასევე, როორც მონარქის ქალიშვილს შეეფერება, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული.
გრეის კელის უმცროს ქალიშვილს, პრინცესა სტეფანიას ბობოქარი ცხოვრება აქვს. პირველ ქორწინებაში თავისი დაცვის წევრთან ორი შვილი შეეძინა. ამას კიდევ ერთი ქალიშვილი - კამილა გოტლიბი მოჰყვა, თუმცა უკვე ქორწინების გარეშე. კამილას მამაც პირადი მცველია, თუმცა ის სტეფანიას ქმარი არასოდეს ყოფილა. სწორედ ამიტომ გოგონა სამე.ფო ოჯახის სრულფასოვან წევრად არ ითვლება.
გრეგორი პეკი - შვილიშვილები ითან პეკი, ჰარპერ პეკ-ფოლი და ზაქარი პეკი
ითან პეკმა სახელოვანი ბაბუისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ მსახიობობის ნიჭიც მიიღო. ეთანი ჰოლივუდის ოქროს ხანის კერპთან ნათესაობას უპირატესობად არ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ კინოინდუსტრიაში საკუთარ გზას იპოვის.
გრეგორი პეკის კიდევ ერთ შვილიშვილს, ჰარპერს ჯერჯერობით, პროფესია არ აურჩევია, მაგრამ პერიოდულად მოდელად მუშაობს და ბევრს მოგზაურობს.
გრეგპრი პეკის მესამე შვილიშვილს ზაქარი ჰქვია. ის დიდ ეკრანზე ოცნებობს, მაგრამ ჯერჯერობით ახალგაზრდა მამაკაცის ძირითადი საქმიანობა სარეკლამო კამპანიებში გადაღებებია.
ელიზაბეტ ტეილორი - შვილიშვილები ქვინ ტივეი, ტარკუინ უაილდინგი და რის ტივეი
ელიზაბეტ ტეილორის მემკვიდრეები ბებიის გზას აგრძელებენ - თითქმის ყველა მათგანი აქტიურად მონაწილეობს ელიზაბეტ ტეილორის საქველმოქმედო ფონდის (ETAF) საქმიანობაში. ამ მიმართულებით ქვინ ტივეი ყველაზე აქტიურია. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ის ფონდის თანათავმჯდომარე და მთავარი სპიკერი გახდა და რეგულარულად საერთაშორისო კონფერენციებსა და ასამბლეებში მონაწილეობს. საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა, ქვინი პროფესიონალი ფოტოგრაფი და მხატვარია.
მისი ბიძაშვილი ტარკუინ უილდინგი ბებიის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. გარდა ამისა, ის ელიზაბეტ ტეილორის ფონდის ელჩის როლს ასრულებს და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებს.
რის ტივეიმ თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. მან განათლება ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტეინჰარდტის ხელოვნების სკოლაში მიიღო და რამდენიმე წლის განმავლობაში ნიუ-იორკის სკოლებში მუსიკასა და იოგას ასწავლიდა.
ჩარლი ჩაპლინი - შვილიშვილები უნა ჩაპლინი, კირა ჩაპლინი და კარმენ ჩაპლინი
მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილ კინოხელოვანს 11 ოფიციალური შვილი ჰყავს. ჭორების თანახმად, უკანონო გაცილებით მეტია, ამიტომ ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილების ზუსტი რაოდენობის დასახელება ძალიან რთულია. რაც შეეხება ცნობილ და აღიარებულ შთამომავლებს, უმრავლესობა ბაბუის კვალს გაჰყვა.
უნა ჩაპ;ინი 1986 წელს, მადრიდში დაიბადა. გოგონას სახელი ჩაპლინის უკანასკნელი ცოლის პატივსაცემად დაარქვეს. უნამ სერიალებში „შერლოკ ჰოლმსი“, „შავი სარკე“ და „სამეფო კარის თამაშები“ ეპიზოდური როლი შეასრულა.
ირლანდიაში დაბადებულ კირა ჩაპლინს გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავი ფილმოგრაფია აქვს, მაგრამ კინოს გარდა, ის სამოდელო ბიზნესშიც ჩართულია და მსახიობებს დიდი ბაბუის სახელობის პრიზებს გადასცემს.
ლონდონში დაბადებული კარმენ ჩაპლინი არა მხოლოდ ფილმებში მონაწილეობს, არამედ სცენარებს წერს და რეჟისორის ამპლუაშიც გვევლინება, როგორც თავის დროზე სახელოვანი ბაბუა.
ინგრიდ ბერგმანი - შვილიშვილები ელეტრა როსელინი ვიდემანი, ჯასტინ დეილი
ელეტრა როსელინის, გარდა იმისა, რომ მწერალი და წარმატებული მოდელია, მიღებული აქვს ხელოვნების ბაკალავრის და ბიომედიცინის მაგისტრის დიპლომები.
ინგრიდ ბერგმანის პირველი მეუღლე ნეიროქირურგი პიტერ ლინდსტრომი იყო. ჰოლივუდელ მზეთუნახავს ამ ქორწინებაში ქალიშვილი პია შეეძინა. პიას ვაჟმა, ჯასტინ დალიმ თავისი ცხოვრება კინოს მიუძღვნა - 2018 წელს მან საზოგადოებას თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი წარუდგინა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან