სილამაზე/ჯანმრთელობა

აღმოჩენილია ქოლესტერინის დამწევი სანელებელი

fun time

18:11 შაბ. 1 თებერვალი

ქოლესტერინის დამწევი
სანელებელი

14
დაკოპირებულია

ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებული დონე გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, გულის იშემიური დაავადების მესამედი სწორედ მაღალი ქოლესტერინით არის გამოწვეული. ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის მთავარ მიზეზად კი კვება, უფრო ზუსტად - არასწორი კვება სახელდება.

კურკუმა ბალახოვანი მცენარე და ინდური სამზარეულოს მთავარი სანელებელია, რომელიც ქოლესტერინს ებრძვის.

კურკუმას სასარგებლო თვისებები ფართოდ არის ცნობილი: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ათხელებს სისხლს.

ინდოელები კურკუმას ყოველდღიურად, თითქმის ყველა კერძში იყენებენ. შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატიტის და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

****

ახლახან შვეიცარიელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა კურკუმას ახალი თვისებები აღმოაჩინეს: ცნობილი სანელებელი შეუცვლელია ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლაბორატორიული ტესტების შედეგად, Ewha Womans University-ის (სეული, სამხრეთ კორეა) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პიგმენტი, რომელიც კურკუმას ცოცხალ ფერს აძლევს, შეიძლება მაღალი ქოლესტერინის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ.

აღმოჩნდა, რომ ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების მაღალი კონცენტრაცია, რის გამოც სისხლძარღვებში საშიში ქოლესტერინის ფოლაქები ჩნდება, კურკუმინის ზემოქმედების შედეგად 55%-ით და 28%-ით მცირდება. ამის შედეგად მთლიანი ქოლესტერინის პროცენტული მაჩვენებელი 33%-ით კლებულობს.

მსგავსი კვლევები ჩაატარეს ინდონეზიელმა მკვლევრებმაც და დაასკვნეს, რომ სანელებლის მცირე დოზებიც კი სისხლძარღვებს ცუდი ქოლესტერინისგან გაწმენდაში ეხმარება.

****

ექსპერიმენტების შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კურკუმას მოქმედება ქოლესტეროლზე ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა, ამიტომ მისი მენიუში ჩართვა ექიმთან უნდა შეათანხმოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

კურკუმა გასახდომად

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპტი კურკუმით

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში