უცხოური სამზარეულო

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპტი კურკუმით

fun time

13:44 ორშ. 9 დეკემბერი

ფალაფელის ბურთულები

14
დაკოპირებულია

ფალაფელი - ტრადიციული არაბული სამზარეულოს კერძია. მოხარშული მუხუდოს ბურთულები, შემწვარი და სანელებლებით შეზავებული. გამოირჩევა მრავალფეროვანი კომბინაციით. მისი სახელწოდება მოდის სიტყვა „ფალაფელიდან“ (فلافل), რაც ნიშნავს სუნელებით შეზავებას

რა არის ფალაფელი

ფალაფელი ტრადიციული არაბული სამზარეულოს კერძია - ეს არის მუხუდოს ბურთულები, სანელებლებით შეზავებული და შემწვარი. გამოირჩევა მრავალფეროვანი კომბინაციით. მისი სახელწოდება მოდის სიტყვა „ფალაფელიდან“ (فلافل), რაც ნიშნავს სუნელებით შეზავებას.

ფალაფელი სწრაფად და მარტივად მზადდება; მუხუდო - აზიური სამზარეულოს საყვარელი ინგრედიენტი - მცენარეული ცილის წყაროა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკვებია მარხვის დროს, ასევე ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის.

მუხუდოს სასარგებლო თვისებები

მუხუდო შეიცავს ბევრ ამინომჟავას, სპილენძს, რკინას, მანგანუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, ფოსფორს და ვიტამინებს A, B, C, PP.

გარდა ამისა, მუხუდოში შედის დიდი რაოდენობით ომეგა-6 და ომეგა-9. მცენარეული ცილა საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი და ახალგაზრდობა.

მუხუდო ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასტაბილურებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას, აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და მხედველობის ორგანოებზე, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

ვისთვის აქვს უკუჩვენება ფალაფელს?

ფალაფელი ზეთში იწვება და ეს სერიოზულად ზრდის მის კალორიულობას. თუმცა, შეგიძლიათ, გამოაცხოთ ღუმელში: ამ გზით მისგან ზიანი გაცილებით ნაკლებია.

გარდა ამისა, პარკოსნები ზოგადად მძიმე საკვებია, ამიტომ კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში (წყლულები, გასტრიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების დაავადებები) უმჯობესია, მოერიდოთ მათ მიღებას ან მიმართოთ ექიმს.

ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია პარკოსნების ან პროდუქტის სხვა ინგრედიენტებზე, ამიტომ უმჯობესია შეფ-მზარეულებთან გადაამოწმოთ რა არის შიგნით, რათა არ გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.

იმისათვის, ფალაფელი ჭამოთ ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად - ასე მუხუდოში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს უკეთ შეითვისებს ორგანიზმი. ასევე, კარგი იქნება, დალიოთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე, რათა დიდი ულუფა არ მოგივიდეთ და არ გამოიწვიოს სიმძიმე კუჭში.

ფალაფელის რეცეპტი


ფალაფელის მოსამზადებლად შედეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 6 საათის განმავლობაში დამბალი მუხუდო - 1,5 ჭიქა
  • დამბალი წიწიბურა - 1/4 ჭიქა
  • მაგარი, გახეხილი ყველი - 100 გრ. (სურვილის მიხედვით)
  • წყალი - 1 ჭიქა
  • დაჭრილი მწვანილი (კამა, ქინძი, ოხრახუში) - 1 ჭიქა
  • ჰიმალაის მარილი - 1 ს.კ.
  • დაფქული ძირა - 1/2 ს.კ.
  • დაფქული კურკუმა - 1 ჩ.კ.


ფალაფელის მომზადება

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ჩოფერში მოათავსეთ და კარგად დაამუშავეთ.

მიღებული მასისგან პატარა ბურთები გააკეთეთ.

საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დააწყვეთ ფალაფელის ბურთები, სილიკონის ფუნჯით ზეთი წაუსვით და ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

ფალაფელი ახალ ბოსტნეულთან ერთად გემრიელად მიირთვით!

ესეც დაგაინტერესებთ:

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებლის სასარგებლო თვისებები

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბოსტოთი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი