სილამაზე/ჯანმრთელობა

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითები? – რამდენიმე რჩევა ხალხური მედიცინის მოყვარულებისთვის

fun time

15:18 პარ. 10 იანვარი

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

14
დაკოპირებულია

ხალხური მედიცინა ხალხის მიერ, საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ცოდნას მოიცავს სამკურნალო მცენარეების, საშუალებების, ჰიგიენური ჩვევების, დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. ის მდიდარია მრავალფეროვანი რეცეპტებით, რომლებიც ჩვენი ბებია-ბაბუების დროს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენებოდა, თუმცა არსებობს რამდენიმე უძველესი მითი, რომელიც არა თუ კურნავს, არამედ ჯანმრთელობას აზიანებს.

მითი 1: კარტოფილის ინჰალაცია

ხალხური მედიცინიდან ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს.

მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოხარშული კარტოფილის ცხელმა ორთქლმა შეიძლება სასუნთქი გზების შეშუპება და ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს.

ეს მეთოდი განსაკუთრებით საშიშია მაღალი ტემპერატურის დროს, რადგან ის გარკვეული დროით სიცხის მომატებას იწვევს.

მითი 2: მკურნალობა C ვიტამინით

გაციების დროს დიდი რაოდენობით ციტრუსების ან C ვიტამინის მიღება გამოჯანმრთელებას არ აჩქარებს. კვლევების თანახმად, ამისთვის დაბალანსებული დიეტაც საკმარისია.

მითი 3: ანტიბიოტიკები

გაციება ვირუსული დაავადებაა, ანტიბიოტიკები კი ვირუსებზე არ მოქმედებს. უფრო მეტიც, ასეთი წამლების ხშირი გამოყენება ამცირებს მათ ეფექტურობას, როდესაც ისინი ნამდვილად საჭიროა.

ანტიბიოტიკების მიღება არ ამცირებს გრიპითა და გაციებით ავადობის ხანგრძლივობას, არ ამსუბუქებს მათ სიმპტომებს, არ გვაცილებს თავიდან შესაძლო გართულებებს.

ანტიბიოტიკები ვერ შველის: გრიპსა და გაციებას, ბრონქიტს და ხველის გამომწვევი დაავადებების უდიდეს ნაწილს, ყელის ტკივილს (გარდა ანგინისა, რომელსაც სტრეპტოკოკი იწვევს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდება), სურდოს. ზემოთ ნახსენებ შემთხვევებში ანტიბიოტიკები ვერ აქრობს ინფექციას, არ იცავს დაავადებისგან და არ ასუსტებს სიმპტომებს.

მითი 4: რძიანი თაფლი კურნავს ყელს

მიუხედავად იმისა, რომ თბილი სასმელი სასარგებლოა, განსაკუთრებით - თუ ორგანიზმი ინფექციას ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ რძიანმა თაფლმა შეიძლება დროებით მოხსნას სპაზმური ხველა და ყელის ტკივილი, ის მაინც არ მოქმედებს ვირუსებზე და გამოჯანმრთელებაში ვერ დაგეხმარებათ.

მითი 5: ოფლის მოდენა საბნის ქვეშ

გრიპით დაავადებულს ნუ აიძულებთ წოლას, მხოლოდ დაიცავით ორპირი ქარისგან. ხანგრძლივად ლოგინში წოლისას ირღვევა ფილტვებისა და ბრონქების ვენტილაცია, ამიტომ ფილტვების ანთებით და ბრონქიტით უფრო მეტად ავადდებიან ისინი, რომლებიც დიდხანს იცავენ წოლით რეჟიმს.

გარდა ამისა, ოფლის მოდენით ხელოვნურად ვზრდით შინაგან ტემპერატურას, რაც ორგანიზმის გადახურებას იწვევს, იტვირთება სისხლძარღვები, ხშირდება გულის ცემა, სუნთქვა და წნევა მაღლა იწევს.

ამის ნაცვლად, უნდა შეეცადოთ, ტემპერატურა დაწიოთ და ავადმყოფი ცივი წყლით დაზილოთ, შუბლზე კი ცივი კომპრესები დაადოთ.

P.S. ინფორმაცია მოწოდებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს რეკომენდაციას დაავადებების სამკურნალოდ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან

წონაში კლება ბებიების მეთოდით

გრიპი და გაციება - რა განსხვავებაა მათ შორის და რა მითები ვრცელდება მათი მკურნალობის გზებზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები