სილამაზე/ჯანმრთელობა

წონაში კლება ბებიების მეთოდით

fun time

18:00 ხუთ. 28 სექტემბერი, 2023 წელი

წონაში კლება ბებიების
მეთოდით

14
დაკოპირებულია

სიტყვა „ბებია“ ბევრისთვის გემრიელობებთან ასოცირდება. ამიტომ რთული წარმოსადგენია „ბებიების დიეტა“, თუმცა, ის ნამდვილად არსებობს და მარტივი, ნაკლებად ხარჯიანი და საკმაოდ ეფექტურია. თქვენც სცადეთ!

 

„ბებიების დიეტა“ სწორად დაბალანსებულია. მისი ხანგრძლივობა 7 დღეა და ამ ხნის განმავლობაში გეძლევათ შანსი, დაემშვიდობოთ ზედმეტ 3-5 კილოგრამს.

დიეტის პერიოდში ყველაზე რთული პირველი სამი დღეა. შემდეგ უკვე ორგანიზმი ეგუება ახალ რაციონს და მომდევნო დღეები გაცილებით მარტივდება.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:

  • დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრი წყალი; შეგიძლიათ, წყალს ლიმონის წვენი ან ლიმონის ნაჭრები დაამატოთ.
  • დიეტის პერიოდში და მის შემდგომაც, მიღებული შედეგის გასამყარებლად, სასურველია, გარკვეული დროის განმავლობაში თავი შეიკავოთ ცომეულისგან, ტკბილეულისგან, შებოლილი და ცხიმიანი პროდუქტებისგან.
  • კერძებზე მარილის მოყრა რეკომენდებული არ არის;
  • ვახშამი არ უნდა გადააცილოთ 19:00 საათს;
  • დიეტის პერიოდში, ასევე, მნიშვნელოვანია ძილი, რომელიც დღე-ღამეში 8-საათს მაინც უნდა შეადგენდეს;
  • გაღვიძებისთანავე, უზმოზე, მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. 20-30 წუთის შემდეგ კი - საუზმე.
  • დიეტის გამეორება სასურველია დიეტის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.


ბებიის დიეტის მენიუ (რაციონი მთელი კვირის მანძილზე ერთნაირია):

საუზმე: 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა 1 ჩ/კ თაფლით.

ლანჩი: 40 გრამი ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი ყველი (ჩვეულებრივი დანით მოჭრილი, საშუალო ზომის ნაჭერი ყველი, დაახლოებით, 30 გრ-ს იწონის);

სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 20 გრამი ყველი, 120 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, სალათის ფურცლები შეუზღუდავი რაოდენობით.

სამხარი: 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა 1 ჩ/კ თაფლით.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთით და 120 გრამი მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი.

ძილის წინ: პიტნის ჩაი, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ამ რეჟიმით იკვებეთ ერთი კვირის განმავლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

ასევე, ნახეთ სხვა დიეტები წონაში დასაკლებად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები