სილამაზე/ჯანმრთელობა

ქოლესტერინის მტერი 5 მთავარი პროდუქტი

fun time

14:03 კვი. 5 მარტი, 2023 წელი

ქოლესტერინის დაწევა
სახლის პირობებში

14
დაკოპირებულია

ქოლესტერინის სიჭარბე, რომელსაც ხშირად XXI საუკუნის სენსაც უწოდებენ, უამრავი დაავადების გამომწვევი ფაქტორია. მაღალი ქოლესტერინი ჭარბ წონასთან, მაღალ არტერიულ წნევასთან და სისხლში გლუკოზის მაღალ დონესთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქოლესტერინის, დაახლოებით, მესამედი ადამიანის ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება. ამიტომ, სპეციალური დიეტის დაცვა შესანიშნავი საშუალებაა სისხლში ამ ნივთიერების დონეზე ზემოქმედებისთვის და ქოლესტერინის დაწევა სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

1. შვრიის ფაფა, შვრიის ქატო

შვრიის პროდუქტები ხსნადი და უხსნადი ბოჭკოებით მდიდარია. კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ შვრიის კერძები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ასე რომ, შვრიის ფაფა ერთ-ერთი საუკეთესო ჯანსაღი საუზმეა.

2. ცხიმიანი თევზი

ეს ის შემთხვევა, როდესაც ცხიმიან საკვებს სარგებელი მოაქვს. ზღვის ცხიმიანი თევზი დიდი რაოდენობით პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც გულს და სისხლძარღვებს იცავს და ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებაში ეხმარებიან.

3. თხილეული

ნიგოზი, ნუში, თხილი, კედრის კაკალი – მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ეს სასარგებლო ნივთიერებები ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მაგალითად, ნიგოზი თავისი შემადგენლობით ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ ზღვის თევზებს უთანაბრდება და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შეუძლია „ცუდი“ ქოლესტერინი 10%-ით შეამციროს.

4. პარკოსნები

ლობიო, ოსპი და ბარდა დიდი რაოდენობით ხსნად ბოჭკოებს შეიცავს, რაც ცუდი ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთან, სოიისა და არაქისისგან განსხვავებით, ეს პროდუქტები ზეთებს პრაქტიკულად არ შეიცავს.

5. ციტრუსი და ვაშლი

ამ ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას სმენია. ისინი შეიცავს უხსნად ბოჭკოებს, ანტიოქსიდანტებს და პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნაში გვეხმარება. საქმე ის გახლავთ, რომ ნაწლავებში პექტინი აკავშირებს მჟავებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის შეწოვას უზრუნველყოფენ.

ვაშლისა და ციტრუსის კიდევ ერთი უპირატესობა შაქრის შედარებით დაბალი შემცველობაა.

ცხადია, სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ დიეტის დახმარებით ყოველთვის არ ხერხდება. ამ შემთხვევაში ექიმები მედიკამენტების, მათ შორის მეტაბოლური საშუალებების გამოყენებას გვირჩევენ.

ესეც საინტერესოა:

გულის მკვებავი პროდუქტები

რა ვჭამოთ ღამე - 10 პროდუქტი, რომელიც თამამად შეგიძლიათ მოიმარაგოთ

დიეტური პროდუქტები - რით ვისუსნაოთ სამსახურში

ბოლოკის „ჩიფსები“ - სასუსნავი მათთვის, ვინც ჯანმრთელობას უფრთხილდება

„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა