სილამაზე/ჯანმრთელობა

მაიონეზის ზიანი და სარგებელი

fun time

12:00 პარ. 30 ივნისი, 2023 წელი

მაიონეზის ზიანი და
სარგებელი

14
დაკოპირებულია

მაიონეზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსია, რომელიც კვერცხის გულის, მცენარეული ზეთის, მდოგვის, ძმრისა და მარილისგან შედგება. მისი მთავარი უპირატესობა გემოა. 

ადამიანები მაიონეზს სიამოვნებით უმატებენ სალათებს, სენდვიჩებსა და სხვა კერძებს გემოს გასაუმჯობესებლად, თუმცა, სოუსში ცხიმისა და კალორიების მაღალმა შემცველობამ შეიძლება წონის მატება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

რა საფრთხეს უქმნის მაიონეზი ჯანმრთელობას?

მაიონეზის ზიანი, ძირითადად, სოუსში შემავალი ცხიმის მაღალ შემცველობას უკავშირდება. განსაკუთრებით საშიშია მაიონეზის კომბინაცია შემწვარ ხორცთან ან ცხიმიან პროდუქტებთან.

ადამიანის ორგანიზმს გამართულად მუშაობისთვის გარკვეული რაოდენობის ცხიმი სჭირდება. ამ თვალსაზრისით, მაიონეზის ზომიერად გამოყენება ზიანისა და სარგებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია.

გარდა ამისა, მაიონეზი შეიცავს კონსერვანტებს და სხვა დანამატებს, რამაც შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მაიონეზის ხარისხზე ბევრია დამოკიდებული.

რა სასარგებლო თვისებები აქვს მაიონეზს?

ნებისმიერი სხვა პროდუქტის მსგავსად, სასარგებლო თვისებები მაიონეზსაც აქვს. ის ვიტამინ E-ს შეიცავს, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და კანს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, მაიონეზში შემავალი მცენარეული ზეთები ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ.

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი მაიონეზი?

მაიონეზის ზომიერად მოხმარება, რა თქმა უნდა, შეიძლება. ამასთან, ეცადეთ ხარისხიანი ბრენდის, მინიმალური დანამატების შემცველი პროდუქტი შეარჩიოთ. თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ მაიონეზი ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ.

ზიანის შესამცირებლად, დაბალკალორიული და ნაკლებად ცხიმიანი მაიონეზი შეიძინოთ.

ჩვენ კი გირჩევთ, მოამზადოთ შინაური მაიონეზი - ის უფრო სასარგებლო და გემრიელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს