სილამაზე/ჯანმრთელობა

მოგშივდა? გაიხადე! - ბრიტანელებმა წონის კლების ორიგინალურ ხერხს მიაგნეს

funtime

12:00 ხუთ. 1 აპრილი

შიშველი ჭამა - გახდომის
ახალი მეთოდი
14
დაკოპირებულია

ბრიტანელმა ფიტნეს-მწვრთნელმა და მისმა პარტნიორმა გოგონამ გახდომის ორიგინალურ ხერხს მიაგნეს. როგორ ეხმარება საკვების მიღების დროს „ევას კოსტიუმი“ ყოფნა წონის კლებას, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ. 

ქეით პრაისმა და კრის ბოიზონმა წონაში ერთად დაკლება გადაწყვიტეს. სადილობა მხოლოდ ქვედა საცვალში ის გზა აღმოჩნდა, რომელიც წყვილს მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

👇

ბრიტანელების ექსპერიმენტის გამეორება კიდევ რამდენიმე წყვილმა გადაწყვიტა. ვაშინგტონელი წყვილი - 45 წლის რებეკა და 46 წლის ჯონათანი ორ შვილს ზრდიან და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. წყვილი, რომელმაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება ორიგინალური გზით გადაწყვიტა, ერთი კვირის მანძილზე საკვებს სრულიად შიშველი მიირთმევდა.

ექსპერიმენტის პირველ დღეს წყვილი თავს საშინლად უხერხულად და არაკომფორტულად გრძნობდა, ამიტომ სწრაფად ისადილეს, რათა მალე ჩაეცვათ. მეორე დღეს, ცდილობდნენ უფრო ნელა ეჭამათ, მაგრამ რებეკამ საკვების ულუფა შეამცირა. მესამე დღეს „შიშველი“ ვახშმის დროს, წყვილმა სპორტულ დარბაში დარეგისტრირება გადაწყვიტა.

ერთკვირიანი ექსპერიმენტის შემდეგ წყვილმა მენიუში ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა გაზარდა და მთლიანად ჯანმრთელი საკვების მიღებაზე გადავიდა.

წყვილს ექსპერიმენტი ძალიან მოეწონა: თითოეულმა რამდენიმე კილოგრამი დაკარგა და თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს. ისინი აპირებენ, რომ „შიშველი სადილები“ წელიწადში რამდენჯერმე გაიმეორონ.

👇

ჩრდილოეთ ლონდონში მცხოვრები 21 წლის ქეითი და 24 წლის კრისი ორი წლის წინ დაქორწინდნენ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და დისტანციურად მუშაობის შედეგად, გოგონამ 12 კილოგრამი მოიმატა. მამაკაცმა გადაწყვიტა, თავის ახალგაზრდა ცოლს ჭარბი წონის მოცილებაში დახმარებოდა და მათ უჩვეულო ექსპერიმენტი ერთად დაიწყეს.

ქეითი აღიარებს, რომ სადილობის დროს სირცხვილით იწვოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა კომპლიმენტებით აავსო, ქეითი უშედეგოდ ცდილობდა სხეულის მომრგვალებული ნაწილები ხელით დაეფარა. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ექსპერიმენტი, გოგონა მით უფრო ხვდებოდა, რომ საძულველ კილოგრამებს სწრაფად უნდა დამშვიდობებოდა. მისი თვითშეფასება მკვეთრად დაეცა. კვირის ბოლოს ქეითმა თავის ხელში აყვანა გადაწყვიტა და ქმრის დახმარებით მთლიანად ჯანმრთელ კვებაზე გადავიდა. მისი წონა ყოველდღიურად იკლებს.

👇

ლონდონელი 23 წლის ბრუკ მერედიტი და მისი 25 წლის შეყვარებული საკონსერვებული კერძების მოყვარულები არიან. როგორც კი „შიშველი სადილის“ ექსპერიმენტის შესახებ გაიგო, წყვილმა გადაწყვიტა ჯანსაღ კვებაზე გადასვლა უჩვეულო გზით გადაწყვიტა.

სხვა პუტკუნა გოგონების მსგავსად, „შიშველი სადილის“ პირველ დღეს ბრუკიც თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ცდილობდა სწრაფად ეჭამა და მალე ჩაეცვა. ბრუკი ყოველი სადილობის დროს აკვირდებოდა სხეულზე ზედმეტი ცხიმის ნაკეცებს, რომელსაც ტანსაცმლის ქვეშ ვერ ამჩნევდა.

ერთკვირიანი ექსპერიმენტის შემდეგ, ბრუკმა შენიშნა, რომ ცხიმის ნაკეცები თანდათან ქრებოდა, მენიუ კი კონსერვირებული საკვების ნაცვლად, ჯანსაღმა პროდუქტებმა ჩაანაცვლა. თანაც, „შიშველი სადილი“ წყვილის დაახლოების საუკეთესო საშუალებად იქცა.

ექსპერიმენტში მონაწილე წყვილები ამ ხერხის გამოყენებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც დიეტები და ტრენაჟორები მობეზრდათ.

თუ ჯერჯერობით, ცხოვრების თანამგზავრი არ გყავთ, შეგიძლიათ „შიშველი სადილი“ სარკის წინ მოაწყოთ. ექსპერიმენტში მონაწილეები ამტკიცებენ, რომ შედეგი არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბორშის დიეტა - მინუს 5 კილო ერთ კვი...

ბორშის დიეტა

ქალის მუცლის 5 ტიპი და მათი მოშორებ...

ქალის მუცლის 5 ტიპი

რისთვის გამოიყენება კალიუმის პერმან...

კალიუმის პერმანგანატი

„ხლებცის“ უკუჩვენებები

„ხლებცის“ სარგებელი და
უკუჩვენებები

კვერცხის ნიღაბი 3-1-ში - დაჭიმული,...

კვერცხის ცილა კანის
დასაჭიმად

მშრალი თმის მოვლა - 4 მთავარი წესი!

მშრალი თმის მოვლა

ზომას აქვს მნიშვნელობა: პატარა მკერ...

პატარა მკერდის დიდი
პლუსები

რით „ვკვებოთ“ თვალები?

საკვები თვალებისთვის

დიეტა სიმაღლეში ზრდისთვის

სიმაღლეში მომატება -
კვების პროდუქტები