მსხლის უკუჩვენება და სასარგებლო თვისებები
20:05 ოთხ. 19 ივლისი, 2023 წელი

მსხალი ჯანსაღი და გემრიელი ხილია, რომელიც ზრდასრულებსაც უყვართ და ბავშვებსაც, მაგრამ როგორც ყველა პროდუქტს, მასაც გარკვეული უკუჩვენებები აქვს, ამიტომ მისი ჭამა ყველასთვის არ შეიძლება.
რით შეიძლება გავნოთ მსხალმა?
ახალი მსხალი უხეში ბოჭკოებით მდიდარია, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აძლიერებს. მსხლის მირთმევა ყაბზობის დროს კარგი საშუალებაა, მაგრამ ფაღარათის დროს მსხალზე უარი უნდა თქვათ.
მსხლის ჩირი, პირიქით, უამრავ ტანინს შეიცავს, რომელსაც კუჭის შემკვრელი ეფექტი აქვს. მსხლის ჩირის კომპოტი ფაღარათის დროს მშვენიერი არჩევანია, მაგრამ ყაბზობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის მისი მიღება არასასურველია.
მსხლის ჭამისგან თავის შეკავება ჯობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებების და საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს.
ხანდაზმულმა ადამიანებმა უპირატესობა მსხლის რბილ ჯიშებს ან გამომცხვარ მსხალს უნდა მიანიჭონ.
უსიამოვნო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ რამდენიმე მარტივი წესი დაიცვათ:
- არასოდეს მიირთვათ მსხალი უზმოზე
- მსხლის შემდეგ არ მიირთვათ მძიმე საკვები (მაგალითად, ხორცი)
- მსხლის ჭამის დროს არწყალი დალიოთ.
ცოტა რამ მსხლის სასარგებლო თვისებების შესახებ
გონივრულად გამოყენების შემთხვევაში მსხალს ორგანიზმისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს:
- მსხალი დაბალკალორიული ხილია;
- მისი ორგანული მჟავები მეტაბოლურ პროცესებზე დადებითად მოქმედებს, ამიტომ მსხალი შეიძლება სიმსუქნის დროს, დიეტურ მენიუში შეიტანოთ (ოღონდ არა - ხმელი ხილი, რომლის კალორიულობა უფრო მაღალია);
- მსხლის ნაყოფს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც დიაბეტით დაავადებულთა დიეტაში გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მსხალი II ტიპის დიაბეტისგან დაგიცავთ;
- მენიუში მსხლის ხშირი ჩართვა ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ;
- მსხალი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საშუალებაა - ნაყოფში კალიუმის მაღალი შემცველობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას ეხმარება, მსხალში შემავალი P ვიტამინი კი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად ეფექტური საშუალებაა;
- მსხალს აქვს მატონიზირებელი, იმუნოსტიმულატორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა დაავადებას (მათ შორის სიმსივნის ზოგ ფორმას)
სილამაზეს და ჯანმრთელობას გისურვებთ!
ესეც საინტერესოა:
მთელ-მთელი მსხლის მურაბა - ამ რეცეპტით გამოდის სასწაულად გემრიელი გამოდის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან