მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება? - 11 სიმპტომი, რომელიც ქალმა არ უნდა დააიგნოროს!
14:00 პარ. 2 აპრილი, 2021 წელი
როდესაც ადამიანის ხასიათში, გარეგნობასა და ჯანმრთელობაში არასასურველი ცვლილებებია, დიდი შანსია, ორგანიზმში რომელიმე ჰორმონის გამომუშავება იყოს დარღვეული. გაინტერესებთ, როგორ მიხვდეთ, რომ თქვენი პრობლემის მიზეზი სწორედ ჰორმონებია?
ყურადღებით გაეცანით და ნუ დააიგნორებთ ამ მინიშნებებს.
გამონაყარი სახეზე
სახეზე გამონაყარსა და შავ წერტილებს ფორების ბლოკირება იწვევს, თუმცა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ხშირი გამონაყარი ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. მაგალითად, ანდროგენების ძალიან დაბალი მაჩვენებელი მთელ სხეულზე აკნეს იწვევს.
ხშირი თავისტკივილი
ენდოკრინოლოგების თქმით, თავის ხშირ ტკივილს სტრესი და დაღლილობა იწვევს, თუმცა, ხშირად ამის მიზეზი ესტროგენის დაბალი მაჩვენებელია. ეს არის ქალის ჰორმონი, რომელიც საკვერცხეებში გამომუშავდება და აკონტროლებს გაცვლით პროცესებს თავისა და ზურგის ტვინში. ამიტომ მისი უკმარისობა შესაძლოა, შაკიკის ან მუდმივი უხასიათობის მიზეზი გახდეს.
ხშირი უძილობა
უძილობა დაკავშირებულია ჰორმონ პროგესტერონის უკმარისობასთან. სომნოლოგ ტრეისი ჯონჯოსის თმით, პროგესტერონი - ეს არის ბუნებრივი რელაქსანტი, რომელიც ამშვიდებს და აწესრიგებს ძილს. ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ მცირდება. ამიტომ ამ პერიოდში ქალები უძილობას უჩივიან.
მომატებული ოფლიანობა
ეს ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი აშკარა მიზეზია. ჰორმონები აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას, ამიტომ მათი დისბალანსის დროს შესაძლოა, მკვეთრი ცხელება იგრძნოთ. ექიმების თქმით, ამგვარი სიმპტომი მენოპაუზამდე ან მის შემდეგ უფრო გამოიკვეთება, როდესაც ჰორმონების დონე მერყეობს. სხვა დროს კი ეს სიმპტომი მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება.
მუდმივი დაღლილობა
თუკი მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, ახლად გაღვიძებულზეც და დასვენების შემდეგაც, ეს ჰორმონალური დისბალანსის მანიშნებელია. ექიმების თქმით, ქრონიკული დაღლილობა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაზე მიანიშნებს.
წონის მკვეთრი ცვლილება
ჰორმონალური დისბალანსის დროს, შესაძლოა, საგრძნობლად მოიმატოთ წონაში, მიუხედავად იმისა, როგორ იკვებებით. რამდენიმე ჰორმონის უკმარისობა ან დარღვევით მუშაობა სხეულს აიძულებს, სწრაფად მოაგროვოს ცხიმი და დაკარგოს კუნთოვანი მასა. მაგალითად, როდესაც ესტროგენის, კორტიზოლის, ინსულინის დონე მაღალია, ხოლო ტესტოსტერონის - დაბალი, ცხიმი მუცლის არეში გროვდება, ხოლო თუკი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაა დარღვეული, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, რაც, ასევე, იწვევს წონის მომატებას.
თმის ცვენა
თმის ხშირ ცვენას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის, ინსულინის ან ტესტოსტერონის დონის დარღვევა იწვევს. მაგალითად, ჰორმონი ტესტოსტერონი კაცებში წონის მომატებასა და ჭარბთმიანობას იწვევს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, ნაწლავების მიკროფლორაზე ესტროგენის მაღალი დონე უარყოფითად მოქმედებს. ჰორმონების მაღალი მაჩვენებლები შესაძლოა, მუცელში დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზი გახდეს.
მუდმივი შიმშილის შეგრძნება
ადამიანის მადასა და შიმშილის შეგრძნებაზე სხვადასხვა ჰორმონია პასუხისმგებელი. მათი დისბალანსი შიმშილის მუდმივ შეგრძნებას იწვევს. ექიმებმა დაადგინეს, რომ შიმშილის კონტროლისთვის ორი ჰორმონი უნდა იყოს დაბალანსებული - ლეპტინი და გრელინი. ლეპტინი ამცირებს მადას, ხოლო გრელინი, პირიქით, ეხმარება სხეულს, ზუსტად განსაზღვროს, როდის არის საჭირო ჭამა.
გულმავიწყობა
მუდმივი გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობა შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის, ჰორმონების - ესტროგენისა და კორტიზოლის დისბალანსით.
მკერდის ზომის შეცვლა
ეს ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმში დარღვევებია. ესტროგენის დონის ძლიერი კლება კანის ელასტიკურობასა და დატენიანებას ხელს უშლის. შედეგად კი მკერდი კარგავს ფორმას და იკლებს ზომაში. გარდა ამისა, მკერდის შიგნით ჩნდება მყარი ფორმირებები, რომლებიც დისკომფორტს ქმნის. კიბოს ნაციონალური ცენტრის ცნობით, სარძევე ჯირკვლებში ცვლილებები ქალებში ხშირია და, როგორც წესი, ეს არ არის მკერდის კიბოს დაავადება. ასეთ ცვლილებებს ჰორმონების დისბალანსი ან მენოპაუზის პერიოდი იწვევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან