სილამაზე/ჯანმრთელობა

ოქტომბრის მაგნიტური დღეების კალენდარი

fun time

15:53 ორშ. 2 ოქტომბერი, 2023 წელი

მაგნიტური დღეები 2023 წლის
ოქტომბერში

14
დაკოპირებულია

2023 წლის ოქტომბერში მოსალოდნელია რამდენიმე სხვადასხვა ინტენსივობის გეომაგნიტური ქარიშხალი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს National Oceanic and Atmospheric Administration (NOAA) ავრცელებს. 

  • 1-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დედამიწის მაგნიტური ველის სუსტი აქტივობაა მოსალოდნელია. მაგნიტური ქარიშხლის სიმძლავრე 2 ბალს არ გადააჭარბებს.
  • 20 ოქტომბერს მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც განსაკუთრებით ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებზე იმოქმედებს.
  • 25-27 ოქტომბერს მზის მორიგი ძლიერი აქტივობა გველის.

თითოეულ ადამიანს გეომაგნიტური მგრძნობელობის საკუთარი, უნიკალური ზღვარი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები მაგნიტურ ქარიშხლებზე განსხვავებულად რეაგირებენ, თუმცა ზოგი სიმპტომი უფრო ხშირად გვხვდება:

  • თავის ტკივილი
  • არტერიული წნევის ცვალებადობა
  • თავბრუსხვევა
  • გულისცემის გახშირება
  • ძილის დარღვევა, უძილობა
  • შფოთვა
  • დაღლილობა
  • სახსრების ტკივილი
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

რისი გაკეთება არ შეიძლება მაგნიტური ქარიშხლის დროს?

თუ შესაძლებელია, უარი თქვით საქმიანობაზე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მოერიდეთ მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის ხშირად გამოყენებას და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლების დღეებში?

მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად:

  • შეზღუდეთ ფიზიკური დატვირთვა
  • დალიეთ ბევრი სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი
  • შეამცირეთ სწრაფი კვების კერძებისა და ალკოჰოლის მოხმარება
  • მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული
  • ეცადეთ, მოერიდოთ ნერვული დაძაბულობას და სტრესს
  • მეტი იძინეთ და დაისვენეთ.

აქვე წაიკითხეთ:

რა არის მეტეოდამოკიდებულება და შეიძლება თუ არა მისგან გათავისუფლება?

როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი

რამდენი წყალი სჭირდება ორგანიზმს

ხილი, რომელიც არ ასუქებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში