პირველადი დახმარება დამწვრობის დროს - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება?
18:31 პარ. 29 სექტემბერი, 2023 წელი

ალბათ არ არსებს ადამიანი, რომელსაც დამწვრობის ტკივილი ერთხელ მაინც არ გამოუცდია. ასეთი დაზიანება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის შემთხვევათა უდიდესი წილი - 80% - ცხელი წყლით, საკვებით დამწვრობაზე მოდის, ხოლო მოზარდებში - 65% ცხელი წყლის ალით დამწვრობაზე. თუმცა, დამწვრობა არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების, არამედ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად წარმოიქმნება.
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს და როგორ გავუწიოთ დაზარალებულს ექსტრემალურ ვითარებაში პირველი დახმარება?
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეაფასოთ რამდენად მძიმედ ხართ დამწვარი. დამწვრობის ხარისხები ასე შეგიძლიათ ამოიცნოთ:
- კანის მსუბუქი შეშუპება და სიწითლე. გილოცავთ, თქვენ გაქვთ პირველი ხარისხის დამწვრობა, რომელიც მხოლოდ კანის ზედაპირს შეეხო. ასეთი დამწვრობა ორ-სამ დღეში უკვალოდ გაქრება.
- თუ წყლულები გაჩნდა, საქმე მეორე ხარისხის დამწვრობასთან გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ადეკვატური თერაპია და მედიკამენტები გჭირდებათ. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ დამწვრობას ცუდი სიზმარივით დაივიწყებთ.
- III ხარისხის დამწვრობას უკვე ქსოვილის ნეკროზი ახლავს. ამ დროს კანის ყველა ფენა ზიანდება და დიდი წყლულები წარმოიქმნება, ხოლო ჭრილობაზე მშრალი ქერქი ჩნდება. III ხარისხის დამწვრობის დროს არა მხოლოდ კანი, არამედ კანქვეშა ცხიმიც ზიანდება და წყლულები სისხლით ივსება. ასეთი ჭრილობები ძალიან ნელა ხორცდება.
- IV ხარისხის დამწვრობის დროს სახლის პირველადი დახმარების ნაკრები ვერ დაგეხმარებათ და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭიროებს. მეოთხე ხარისხის დამწვრობის დროს ხდება სხეულის დამწვარი ნაწილის დანახშირება, რაც კუნთებს, კანქვეშა ქსოვილებსა და ძვლებსაც აზიანებს.
პირველადი დახმარება დამწვრობის დროს
გახსოვდეთ - თუ პირველადი დახმარება დროულად ჩატარდა, დამწვრობის შედეგად დაზიანებული კანი გაცილებით სწრაფად აღდგება.
- შეამცირეთ ტკივილი ცივი წყლის დახმარებით - დამწვრობა ცოტა ხნით ცივი წყლის ჭავლს შეუშვირეთ (თუ ეს მოსახერხებელია, მაგ. თუ გაქვთ ხელის დამწვრობა, ფეხის დამწვრობა, თითს დამწვრობა და ა.შ.)
- თუ ტკივილი ძლიერი, დაზიანებული ადგილი კი დიდია, უმჯობესია ტკივილგამაყუჩებელი და ანტიჰისტამინური საშუალება მიიღოთ.
- თუ დამწვრობა პატარაა, ინფექციის თავიდან ასაცილებლად მის გარშემო კანს სპირტით, თავად დაზიანებულ ადგილს კი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოთი ამუშავებენ.
- თუ ჭრილობაში მკვდარი კანია, ფიზიოლოგიური ხსნარით უნდა დაამუშაოთ.
- ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში გამანეიტრალებელი ნივთიერებით უნდა დაამუშაოთ.
დამწვრობა საშიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანის დამწვარი უჯრედები ზიანდება, მძიმე დამწვრობას თან ძლიერი ტკივილები და ორგანოების მძიმე დაზიანება სდევს. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობითი დაავადება და ნაწიბურების წარმოქმნა, რაც ხელს უშლის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.
რისი გაკეთება არ შეიძლება
- არ შეეხოთ დაზიანებულ ადგილს.
- ჭრილობის დამუშავებისას არ გამოიყენოთ ბამბა.
- ღია ჭრილობაზე დამწვრობის საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ პირველი ხარისხის დამწვრობის დროს, როდესაც კანი გაწითლდა, მაგრამ მთლიანობა შენარჩუნებულია.
- დაზიანებულ ადგილზე ცივი წყალი დიდი ხნის განმავლობაში არ ისხათ, რათა არ მოხდეს ჰიპოთერმიის პროვოცირება.
- არ წაისვათ ზეთი დამწვრობაზე.
- ექიმთან ვიზიტამდე არ გამოიყენოთ არანაირი ნებისმიერი ადგილობრივი მედიკამენტი.
- არ გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტუკები, რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ამის გაკეთება.
ესეც უნდა იცოდეთ 👇
გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან