სილამაზე/ჯანმრთელობა

პროდუქტი სხეულის იმ ნაწილისთვის არის სასარგებლო, რომელსაც ჰგავს - 12 მაგალითი

fun time

18:56 შაბ. 11 მარტი, 2023 წელი

ჯანსაღი პროდუქტები

14
დაკოპირებულია

წარმოგიდგენთ 9 მაგალითს, რომელიც სათაურში თქმულის ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ. 

 

სტაფილო - თვალები

თუ სტაფილოს ნაჭრებად დაჭრით, ნახავთ რამდენად ჰგავს ეს ბოსტნეული თვალს. სტაფილო მხედველობისთვის უაღრესად სასარგებლოა. ის ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით (ბეტა-კაროტინი) სავსეა, რაც სიბერეში მხედველობის დაკარგვის რისკს ამცირებს.

კაკალი - ტვინი

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ნიგოზს თავისი ხვეულებით და ნახევარსფეროებით ადამიანის ტვინის ფორმა აქვს. ის ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს და პროტეინებს შეიცავს, რაც ტვინის გამართულ მუშაობას ეხმარება.

ნიახური - ძვლები

ნიახური დაბალკალორიული მცენარეა, რომელიც ბევრ წყალს და ცოტა ნახშირწყლებს შეიცავს. მისი გრძელი და წვრილი ღეროები ძვლებს წააგავს და ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა. ნიახური სილიციუმის წყაროა, რომელიც აწესრიგებს ძვლების მინერალიზაციას. ანთების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს და რევმატულ დაავადებებს ებრძვის.

ავოკადო - საშვილოსნო

ავოკადოს საშვილოსნოს ფორმა აქვს და ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ავოკადო დიდი ოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს, რაც საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის (კიბოს წინარე მდგომარეობა) რისკს ამცირებს.

მოლუსკები - მამაკაცის სასქესო ჯირკვალი

როგორც წინა შემთხვევებში, აქ საქმე მხოლოდ გარეგნულ მსგავსებასთან არ გვაქვს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მოლუსკები მამაკაცის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ისინი შეიცავს ფოლიუმის მჟავას და თუთიას, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ სპერმის ხარისხს.

გრეიპფრუტი - ქალის მკერდი

გრეიპფრუტის ქალის მკერდთან მსგავსება უბრალოდ დამთხვევაზე მეტია. გრეიპფრუტი ეგრეთ წოდებულ ლიმონოიდებს შეიცავს. ესაა ნივთიერება, რომელიც ებრძვის მკერდში კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

პომიდორი - გული

გაჭერით პომიდორი შუაზე და გულის აგებულების მსგავს სურათს დაინახავთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტ ლიკოპინის შემცველობის დამსახურებით, პომიდორი გულის დაავადებების რისკს ამცირებს. მეტიც, თუ პომიდორს ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს ან ავოკადოს დაუმატებთ, ლიკოპინის შეწოვა თითქმის ათჯერ გაიზრდება.

წითელი ღვინო - სისხლი

გარდა იმისა, რომ სისხლს ჰგავს, წითელი ღვინო ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით მდიდარია. წითელი ღვინო გულის დაავადებების გამომწვევი LDL ქოლესტერინისგან დაგიცავთ. გარდა ამისა, მას სისხლის გამათხელებელი ეფექტიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უშლის სისხლის შედედების წარმოქმნას.

სოკო - ყურები

გაჭრილ სოკოს ადამიანის ყურის ფორმასთან მსგავსება აქვს და მართლაც, სოკოს სასარგებლოა ყურისთვის. სოკო D ვიტამინის მდიდარი წყაროა, რომელიც სასარგებლოა სასმენ ძვალთა კომპლექსისთვის (ეს არის შუა ყურის არსებით ნაწილს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია სმენის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

ყურძენი - ფილტვები

ყურძნის მტევანი ძალიან ჰგავს ფილტვების ალვეოლებს.სწორედ ალვეოლაში სრულდება ჟანგბადის მიღება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. დადასტურებულია, რომ ახალი ყურძენი ამცირებს ფილტვის კიბოს რისკს. ყურძნის თესლი ასევე შეიცავს ქიმიურ ნივთიერება პროანტოციანიდინს (კონდენსირებულ ტანინს, რომელსაც შეუძლია შეამციროს ანთება.

ტკბილი კარტოფილი - პანკრეასი

ტკბილი კარტოფილი საოცრად ჰგავს პანკრეასს და დადასტურებულია, რომ ეხმარება პანკრეასს თავისი საქმის შესრულებაში, სისხლში შაქრის დონის სტაბილიზებაში. ტკბილ კარტოფილში დიდი რაოდენობით არის B6 ვიტამინი, კვლევებმა აჩვენა, რომ ტკბილ კარტოფილს შეუძლია პანკრეასის კიბოს პროფილაქტიკა.

ჯანჯაფილი (კოჭა) - კუჭი

ჯანჯაფილი გარეგნულად კუჭს წააგავს და ცნობილია, რომ გულისრევას ებრძვის. ის ჯინჯეროლს შეიცავს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

ასევე საინტერესოა:

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი

რა დრო სჭირდება საჭმლის გადამუშავებას?

საკვების ნარჩენები, რომლებიც საჭმელად ვარგისია

საკვები, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი