სილამაზე/ჯანმრთელობა

რა ხდება ზრდასრული ადამიანის სხეულში - 15 საინტერესო ფაქტი!

fun time

18:39 ოთხ. 27 სექტემბერი, 2023 წელი

რა ხდება ზრდასრული
ადამიანის სხეულში

14
დაკოპირებულია

მეცნიერებამ ადამიანის სხეული შესანიშნავად შეისწავლა, მაგრამ ზოგი ფენომენი დღემდე საიდუმლოდ რჩება. პლანეტაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და თითოეული მათგანი უნიკალურია, რაშიც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. 

 

1. ნერვული იმპულსები სხეულში 402 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. ცხელ ან მჭრელ საგანთან შეხებისას ადამიანი მყისიერ ტკივილს განიცდის - ამით ნერვული სისტემა მილიწამებით ადრე საფრთხის შესახებ გვამცნობს. განგაშის სიგნალი ტვინამდე საშუალოდ 402 კილომეტრი საათში სიჩქარით აღწევს.

2. სხეულში მცხოვრები ბაქტერიების შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. ჩვენში ტრილიონობით მიკროორგანიზმი ცხოვრობს და მათგან, დაახლოებით, მილიონი ერთ წერტილშია თავმოყრილი - ადამიანის ჭიპში მთელი ეკოსისტემაა.

3. სიკვდილის შემდეგ სხეულს ბგერების გამოცემა შეუძლია. ეს სხეულში აირების დარჩენის შემთხვევაში ხდება, რომლებიც ყელიდან და ცხვირიდან გამოდიან და, სახმო სიმების ვიბრაციით, კვნესის მსგავს ხმას იწვევენ.

4. ადამიანის ძვლის სიმტკიცე გრანიტის ქვის სიმტკიცეს უტოლდება. ასანთის კოლოფის ზომის ძვლის მონაკვეთს 8 ტონა სიმძიმის გაძლება შეუძლია.

5. ადამიანის ფილტვების კაპილარების სიგრძეა 1609 კმ-ია.

6. ადამიანის დნმ ბანანის დნმ-ს წააგავს. ადამიანის დნმ იმდენად ზუსტი და უნიკალურია, რომ მასში ოდნავმა ცვლილებამ შეიძლება სრულიად განსხვავებულ სახეობად გვაქციოს.

მაგალითად, ადამიანი შიმპანზესგან მხოლოდ ერთი ქრომოსომით განსხვავდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის დნმ-ისა და ბანანის მსგავსება 50 პროცენტს აღწევს!

7. ყველას სმენია ადამიანის ხუთი ძირითადი გრძნობის შესახებ. ესენია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემო. მათ გარდა, ადამიანს სხვა მნიშვნელოვანი განცდებიც გააჩნია. ესენია: ტკივილის, დროის, ტემპერატურის, წონასწორობის, ხუთვის, წყურვილის, სისავსის.

8. არ დაიჯერებთ, მაგრამ ცრემლების მიხედვით ემოციების განსაზღვრა შეიძლება. ცრემლების შემადგენლობა ტირილის მიზეზებიდან გამომდინარე, იცვლება. ფიფქების მსგავსად, ცრემლის ყოველი წვეთი მოლეკულურ დონეზე განსხვავებულია.

9. ადამიანის თავისა და სხეულის დაცილების შემდეგ ტვინი თითქმის ერთი წამი აზროვნებს, რაც ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა.

10. თითქმის მთელი სითხე, რომლისგანაც ორგანიზმი შედგება (ოფლი, ცრემლი, რძე) სისხლს შეიცავს.

11. დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, კარგი მხედველობის მქონე ადამიანი 48 კმ-ით დაშორებული სანთლის ალს დაინახავდა.

12. მამაკაცის სათესლე ჯირკვლები ძალიან მყიფეა. მათი დაზიანება ხელითაც კი შეიძლება. ამ ორგანოზე ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში სხეულში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა, რამაც შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს.

13. აუზში თვალების დაწითლება ბევრს აუზის დეზინფექციისა და ქლორის ბრალი ჰგონია, მაგრამ ცდება. თუ თვალები გიწითლდებათ, საცურაო ადგილის შეცვლაზე უნდა იფიქროთ, რადგან აუზში ხალხი შარდავს. ქლორი შარდში შემავალ აზოტთან რეაგირებს და წარმოქმნის ქლორამინს, რომელიც თვალს აღიზიანებს.

14. ზოგჯერ ადამიანის ტვინი შეიცავს ცილებს, რომლებსაც პრიონები ეწოდება. მათი არასტაბილური შემადგენლობის გავლენით შეიძლება სხვა ცილების სტრუქტურაც შეიცვალოს, რაც ადამიანის ჯერ გაგიჟებას, შემდეგ კი სიკვდილს იწვევს.

15. ადამიანის სხეულში იმაზე მეტი ატომია, ვიდრე სამყაროში - ვარსკვლავი. ზრდასრული ადამიანის სხეულში, დაახლოებით, 7 ოქტილიონი ატომია - რიცხვი, სადაც შვიდის შემდეგ 27 ნულია. ეს თითქმის ორჯერ აღემატება სამყაროში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობას.

ესეც საინტერესოა:

ღამით ხშირად გაღვიძება - ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცას გატყობინებთ

მთქნარება, ცემინება, ზმორება - კიდევ რა არის ორგანიზმის დამცავი ფუნქცია?

მსხვილი ნაწლავის გამორეცხვა - სკრაბი ნაწლავებისთვის თაფლის და სელის თესლისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები