სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არის გლუტენი საშიში და შეიძლება თუ არა მისი მკურნალობა?

fun time

12:37 კვი. 13 აგვისტო, 2023 წელი

გლუტენის აუტანლობა

14
დაკოპირებულია

გლუტენი (წებოვანა) ხორბლის ყველა სახეობაში, ჭვავში, ქერში და ზოგჯერ შვრიაში შემავალი ცილების საერთო დასახელებაა. ის წებოსავით მოქმედებს და საკვებს ფორმის ჩამოყალიბება-შენარჩუნებაში ეხმარება. გლუტენი ორი სახის ცილისგან - გლუტენინისა და გლიადინისგან შედგება.

გაცხელებისას, გლუტენის ცილები ელასტიკურ ქსელს ქმნიან, რომელსაც შეუძლია გაიწელოს და აირები შეაკავოს. სწორედ ეს უზრუნველყოფს ცომის გააფუებას და პურში, მაკარონსა და მსგავს პროდუქტებში ტენის შენარჩუნებას.

რას ნიშნავს გლუტენის აუტანლობა

გლუტენის აუტანლობას ცელიაკიას უწოდებენ. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი გლუტენს ვერ ითვისებს. შედეგად ირღვევა წვრილი ნაწლავის კედლების მთლიანობა, რაც იწვევს ვიტამინებისა და მინერალების ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს!

ცელიაკია მსოფლიოში ადამიანთა დაახლოებით 1%-ს აწუხებს.

ბევრი სხვა ავტოიმუნური დაავადების მსგავსად, ცელიაკიას გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გენეტიკურ მიდრეკილებას ადასტურებენ.

როგორია გლუტენის აუტანლობის მკურნალობა

ექიმები ცელიაკიას მედიკამენტებით კონტროლის შესაძლებლობას სწავლობენ, თუმცა ჯერჯერობით დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება უგლუტენო დიეტაა.

„დღეისთვის ცელიაკიას სამკურნალოდ მკაცრი უგლუტენო დიეტა გამოიყენება, რომლის ფონზეც ნაწლავის სტრუქტურა და ფუნქცია თანდათან აღდგება. ცელიაკიას დიეტას მთელი ცხოვრება იცავენ, თუმცა ამჟამად ცელიაკიას სამკურნალო ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში დაავადების სამკურნალო საშუალება გვქონდეს.

საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის გლუტენზე ჰიპერ-რეაქცია იზრდება ინტოქსიკაციის დროს (ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, პარაზიტოზი, არასწორი კვება), ასევე, იმუნური სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის დროს.

შესაბამისად, თუ საკვებზე (მათ შორის გლუტენზე) რეაქციებიის შემცირება გსურთ, ჯანსაღი დიეტის დაცვა ღვიძლის, თირკმელებისა და ნაწლავების ფუნქციის აღდგენასა და პარაზიტოზის მკურნალობაში დაგეხმარებათ.

რაც შეეხება ვიტამინებს და მინერალებს, D, A და C ვიტამინების სწორად შერჩეული დოზები, თუთია და ფოლიუმის მჟავა არა მარტო იმუნური სისტემის მოწესრიგებაში გვეხმარება, არამედ საკვებზე ავტოიმუნური რეაქციებისა და ჰიპერრეაქციის შემცირებასაც იწვევს.

თუ გლუტენის შემცველ საკვებზე გაზრდილი რეაქციის მქონე პაციენტი დიეტას დაარღვევს და გლუტენს მოიხმარს, უკვე არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც მის მონელებას აუმჯობესებენ (Gluten Digest და ა.შ), რაც მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს.

გლუტენის შემცველი პროდუქტები

გლუტენი გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა:

  • ხორბალი
  • ქერი
  • ჭვავი
  • ტრიტიკალე (Triticum-ხორბალი და Secale-ჭვავი)
  • სპელტი (მთელმარცვლოვანი ველური ხორბლის ფქვილი)
  • კამუტი (იგივე, ხორასანის ხორბალი - შეიცავს 20-40%-ით მეტ ცილას, ვიდრე ჩვეულებრივი ხორბალი)
  • კუსკუსი
  • მანანის ბურღული.

ასევე, დამუშავებული ხორბლით დამზადებულ პროდუქტებში, როგორიცაა:

  • კრეკერი
  • პური
  • ორცხობილა
  • მაკარონი
  • ზოგი ვეგეტარიანული ბურგერი
  • ნამცხვარი
  • სოიოს სოუსი
  • ზოგი სანელებელი
  • ჩიფსი
  • ლუდისა და ღვინის ზოგი სახეობა და ა.შ.

იმის გამო, რომ გლუტენი საკვების წარმოებაში ხშირად გამოიყენება, როგორც გამასქელებელი ან სტაბილიზატორი, გლუტენს ზოგჯერ ისეთ პროდუქტებშიც ამატებენ, რომლებიც წესით გლუტენს არ უნდა შეიცავდნენ:

  • იოგურტებში
  • ნაყინში
  • შოკოლადში
  • სიროფებში
  • სოსისებში
  • ძეხვეულში
  • კოტლეტებში და სხვ.

გარდა ამისა, ბევრი რამ პროდუქციის წარმოებასა და ტრანსპორტირებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სუფთა შვრია გლუტენს არ შეიცავს, მაგრამ ხშირად იმავე საფქვავზე ფქვავენ, რომელზედაც ხორბალი დაიფქვა. ამ შემთხვევაში მარცვლეულში შესაძლოა გარკვეული რაოდენობით წებოვანა გამოჩნდეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვა...

უსაფრთხოა თუ არა ცვილით
დაფარული ვაშლი?

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამ...

საზამთროს შემოწმება

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

ხახვი მკურნალი

ხახვი მკურნალი

5 დაავადება, რომლის დროსაც ბანანის...

ბანანის უკუჩვენება

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები