სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ შავდება ვერცხლის სამკაული? - ამის მიზეზი ყველა ქალმა უნდა იცოდეს

fun time

14:00 კვი. 28 თებერვალი, 2021 წელი

რატომ შავდება ვერცხლის
სამკაული?

14
დაკოპირებულია

კითხვაზე: რატომ შავდება ვერცხლი, მკითხავები გიპასუხებენ, რომ ეს არის ჯადო. თუ ის ბეჭედი გაშავდა, რომელიც მუდამ ხელზე გიკეთიათ, შეგაშინებენ, რომ ბედი ჩაგეკეტებათ ან თუ საყურეები გაგიშავდათ, გეტყვიან, რომ გათვალული ხართ. მაგრამ ამ ყველაფერს მეცნიერული ახსნაც აქვს... 

ვერცხლის ნაკეთობების უმრავლესობა სპილენძს შეიცავს, რომელიც ტენიანობისა და სუფთა ჰაერის ზეგავლენით იჟანგება. ამ კეთილშობილ ლითონზე წარმოიქმნება ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში მყარდება. ოღონდ ამ ნადების წარმოქმნის პროცესი სხვადასხვანაირია და ის დამოკიდებულია წყალთან კონტაქტის სიხშირეზე, კლიმატის ცვალებადობაზე, ტენიანობაზე.

სამკაულების ვიზუალზე ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებიც მოქმედებს.

პანიკაში ჩავარდნას სჯობს, გავაანალიზოთ, რატომ შავდება ვერცხლის სამკაული?

👉შეიძლება ამის მიზეზი ცოტა ხნით ადრე გადატანილი სტრესიც იყოს, ან ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც გოგირდს შეიცავს, ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

👉ვერცხლის ფერის შეცვლა, როგორც გაშავება, ისე გათეთრება, შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების მუშაობის პროცესის დარღვევით, ასევე ნერვული სისტემის პრობლემებით.

👉თუ სამკაულის მხოლოდ გარკვეული ნაწილი შავდება და არა მთლიანად, ეს იმის დასტურია, რომ ლოკალური დარღვევებია ენდოკრინულ სისტემაში.

ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს პანიკაში ჩავარდნა.

გარეცხეთ ვერცხლის სამკაული და თვალი მიადევნეთ მისი ფერის ცვლილებას. ამ პერიოდში არ გაიკეთოთ ის სპორტდარბაზში, საუნაში ან აბაზანაში, და არც აუზზე. თუ ნაკეთობა ისევ გაშავდება, მაშინ კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტარეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს