რატომ უნდა იყოს ბოლოკი ზამთრის რაციონში
13:27 ხუთ. 20 იანვარი, 2022 წელი
ბოლოკი ევროპაში აზიიდან, მე-13 საუკუნეში შესულა, სადაც ფრანგებს მისგან დელიკატესების მომზადება დაუწყიათ. ბოლოკს მომწარო, სპეციფიკური გემო აქვს, მაგრამ მის გარეშე ბევრი სალათი წარმოუდგენელია.
კომბოსტოსებრთა ოჯახის ეს ორწლიანი ძირხვენა მცენარე ზამთარში განსაკუთრებით სასარგებლოა, თანაც, სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ მცენარის ნაყოფს, არამედ მის წვენსაც.
რას ვჭამთ - ამაზე დიდწლად დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კეთილსინდისიერად არის მოყვანილი ხილი თუ ბოსტნეული. ასეთი პროდუქტს თუ ეძებთ, ესტუმრეთ მეურნეობა „იორლენდს“, მისამართზე: https://yourland.ge/
რატომ უნდა მიირთვათ ზამთარში ბოლოკი ან ბოლოკის სალათა?
1. პირველ რიგში, იმუნიტეტის ასამაღლებლად:
ბოლოკი შეიცავს: ერთ თაიგულ (ერთ შეკვრა) ბოლოკში C ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ია. ძალიან ბევრი ბოლოკის მირთმევამ შეიძლება, შებერილობა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა დღეში ერთი თაიგული მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ;
2. რესპირატორულ დაავადებებთან გასამკლავებლად:
ბოლოკის ცხარე წვენს ორგანიზმიდან ზედმეტი ლორწო გამოაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყელის ტკივილის, გაციების და თუნდაც ასთმის მკურნალობის დროს. ფიტონციდები, რომლებსაც ბოლოკი შეიცავს, ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ორგანიზმიდან ვირუსებისა და ინფექციების გამოდევნაში გვეხმარება.
3. ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო:
ბოლოკის წითელი კანი ანტიოქსიდანტებს - ანთოციანინებს შეიცავს, რომელიც თავისუფალი რადიკალების, კიბოს, დაბერების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ აქტიური მებრძოლია.
4. ანემიის პროფილაქტიკისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო:
ბოლოკში შემავალი მინერალებიდან განსაკუთრებით მაღალია ნატრიუმის, ფოსფორის, კალიუმის და კალციუმის დონე.
5. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო:
დაგეხმარებათ წნევის კონტროლში და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
6. ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების და საჭმლის მონელების გაუმჯობესების უნარის გამო:
ბოლოკი, ერთი მხრივ, ააქტიურებს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამომუშავებას და, მეორე მხრივ, აძლიერებს მადას, ამიტომ სასურველია, დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. დიდი რაოდენობით ბოჭკო სასარგებლო გავლენას ახდენს ნაწლავებისა და მისი მიკროფლორის მდგომარეობაზე. ამასთან ის საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია - 100 გრამი მხოლოდ 20 კალორიას შეიცავს.
7. ბოლოკის კიდევ ერთი სიკეთეა დეტოქსის თვისება:
ბოლოკი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ასუფთავებს. ბოლოკის წვენი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდას ეხმარება (ამ მიზნისთვის ბოლქვების გარდა, ფოთლებიც გამოიყენება).
8. ნერვული სისტემისა და ქოლესტერინის კონტროლისთვის:
ბოლოკი მცირე რაოდენობით ომეგა 3 და ომეგა 6-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც ნერვულ და ჰორმონალურ სისტემებს და ტვინის აქტივობას ეხმარება, ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის ზრდას და ტრომბების წარმოქმნას.
ასევე, საინტერესოა 🔰:
კომშის სასარგებლო თვისებები - ის, რაც ბევრისთვის უცნობია
ბროწეულის სამკურნალო თვისებები - ვიტამინების კომპლექსი ზამთრისთვის
ნიორი მკურნალი - რას წერენ მეცნიერები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან