სილამაზე/ჯანმრთელობა

რისთვის გამოიყენება კალიუმის პერმანგანატი და რატომ გაქრა ის აფთიაქებიდან?

funtime

15:51 ორშ. 3 მაისი

კალიუმის პერმანგანატი
14
დაკოპირებულია

კალიუმის პერმანგანატი, ე.წ. მარგანცოვკა ადამიანებს წლების მანძილზე პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა, მაგრამ მოულოდნელად აფთიაქებიდან გაქრა და ბევრს დღემდე აწუხებს კითხვა - რატომ?

უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ კალიუმის პერმანგანატს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი დანიშნულება ჰქონდა:

მარგანცოვკა მთავარი დამხმარე იყო საკვებით ინტოქსიკაციის დროს - ღია ვარდისფერი ხსნარი კუჭის გამორეცხვისთვის გამოიყენებოდა;

კალიუმის პერმანგანატი პოპულარული იყო წყლის დეზინფექციისთვის ახალშობილების დაბანის წინ;

მარგანცოვკას იოდის ნაცვლად, ანტისეპტიკურ საშუალებადაც იყენებდნენ. ძლიერი, 0.5% -იანი ხსნარით დამუშავებული ჭრილობები და წყლულები უფრო სწრაფად ხორცდებოდა;

კალიუმის პერმანგანატით ფეხების ოფლიანობას, ანგინას და გინგივიტს (ღრძილების ანთება) ებრძოდნენ;

მებაღეებმა იციან, რომ მცენარის თესლისა და ფესვების პერმანგანატის ხსნარით დამუშავება დაფესვიანებას აძლიერებს, ხოლო დაზიანებულ ყვავილის ბოლქვებს გაზაფხულამდე უვნებლად ინახავს.

მოულოდნელად, ეს შავი ფხვნილი აფთიაქების თაროებიდა გაქრა. 2007 წელს კალიუმის პერმანგანატის გაყიდვა აიკრძალა. როგორც გაირკვა, მისი გამოყენება ძალიან საშიშია:

1. თუ კალიუმის პერმანგანატი ლორწოვან გარსზე კრისტალების სახით მოხვდა, შეიძლება ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს.

2. ბავშვებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს კალიუმის პერმანგანატის კიდევ ერთი საშიში თვისება და მისგან „ბომბების“ გაკეთება დაიწყეს. KMnO4 ადვილად აალებადი და ფეთქებადი ქიმიური ნაერთების კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ ერთ დროს ეს მარილი პატარა ბოთლებით იყიდებოდა.

3. და მესამე, ნარკომანებმა კალიუმის პერმანგანატის გამოყენება პერვიტინის (ე.წ. ვინტი) დასამზადებლად დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ კალიუმის პერმანგანატი „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების“ ჩამონათვალში შეიყვანეს, ეს არ ნიშნავს, რომ სრულად აკრძალეს და მისი შეძენა შეუძლებელია. უბრალოდ, ახლა მეწარმეებისგან ითხოვენ, რომ კალიუმის პერმანგანატის, როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვისთვის შესაბამისი პირობები შექმნან.

გარდა ამისა, მეწარმე ვალდებულია თითოეული ბოთლის გაყიდვაზე მკაცრი აღრიცხვა აწარმოოს და ანგარიში წარმოადგინოს. ვინაიდან პერმანგანატის ფასი არც ისე მაღალია, აფთიაქებმა უბრალოდ უარი თქვეს მის გაყიდვაზე ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

კალიუმის პერმანგანატის დაშლა (დიფუზია) ცხელ წყალში და ცივ წყალში 👇


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბორშის დიეტა - მინუს 5 კილო ერთ კვი...

ბორშის დიეტა

ქალის მუცლის 5 ტიპი და მათი მოშორებ...

ქალის მუცლის 5 ტიპი

„ხლებცის“ უკუჩვენებები

„ხლებცის“ სარგებელი და
უკუჩვენებები

კვერცხის ნიღაბი 3-1-ში - დაჭიმული,...

კვერცხის ცილა კანის
დასაჭიმად

მშრალი თმის მოვლა - 4 მთავარი წესი!

მშრალი თმის მოვლა

ზომას აქვს მნიშვნელობა: პატარა მკერ...

პატარა მკერდის დიდი
პლუსები

რით „ვკვებოთ“ თვალები?

საკვები თვალებისთვის

დიეტა სიმაღლეში ზრდისთვის

სიმაღლეში მომატება -
კვების პროდუქტები

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა...

როგორ გამოვიყენოთ
ზეითუნის ზეთი