სილამაზე/ჯანმრთელობა

ვაშლის გემო აქვს და ფინიკში ერევათ - უნაბი და მისი სასარგებლო თვისებები

fun time

17:45 ორშ. 18 სექტემბერი, 2023 წელი

უნაბის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

უნაბი, იგივე ანაპი, ზიზიფუსი და ჩინური ფინიკი, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში გავრცელებული მცენარეა. მას უამრავი ჯიში აქვს - მარტო ჩინეთში უნაბის 400-მდე ჯიში ხარობს. უნაბი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება და სეზონურ ხილს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარია.

უნაბის ტკბილი, გადამწიფებული ვაშლის მსგავსი გემო აქვს, რომელსაც ქლიავის და კუნელის ნოტები დაჰკრავს. თუმცა გემო მაინც ხილის ჯიშზეა დამოკიდებული - ზოგი პატარა და მშრალია, ზოგი კი დიდი, წვნიანი და ტკბილი.

იჭმევა როგორც უმი, ასევე გამომშრალი (ძალიან სასარგებლოა ხეზევე გამომშრალი ნაყოფი) და დაკონსერვებული სახით.

უნაბის ჩირი ვიზუალურად ფინიკს ემსგავსება, ამიტომ ბევრი გამყიდველი როგორც ფინიკს, ისე ყიდის, მაგრამ სინამდვილეში ფინიკის ჩირი უფრო რბილი, წელვადი და გემრიელია.

უნაბი ბევრ ვიტამინს შეიცავს, თუმცა ფინიკის სასარგებლო თვისებებს ვერ შეედრება.

უნაბის ნაყოფის შემადგენლობაშია:

40 %-მდე ნახშირწყლები, 5 %-ზე მეტი პროტეინი, 1,5 %-ზე მეტი ქარვის და ვაშლის მჟავები, 2,5 %-ამდე პექტინოვანი ნივთიერები, 2 %-ზე მეტი ფისები და 1,2 % მთრიმლავი ნივთიერებები. ასევე მდიდარია C ვიტამინით.

უნაბის სასარგებლო თვისებები

  1. აჩქარებს წონაში კლების პროცესს
  2. ებრძვის კუჭ-ნაწლავის დაავადებებს
  3. აძლიერებს იმუნიტეტს
  4. აწყნარებს ნერვულ სისტემას
  5. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას
  6. ხსნის თავბრუდახვევას
  7. სასარგებლოა უძილობის დროს
  8. რეკომენდებულია სკლეროზული პროცესების პრევენციისთვის
  9. სასარგებლოა კბილებისა და ძვლებისთვის
  10. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.
  11. გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება


უნაბის თანამედროვე მედიცინა რეკომენდაციას უწევს ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ:

ამ მიზნით უნაბის 20 ცალი ნაყოფი დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ, ჭამის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ, ჭამოთ როგორც ნედლი უნაბი, ასევე უნაბის ჩირი.

ესეც საინტერესოა:

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები

გარგრის ჩირის მომზადება სახლის პირობებში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious

თეთრი, შავი და მწვანე თაფლი - რომელ...

რისთვის არის სასარგებლო
თეთრი, შავი და მწვანე
თაფლი?

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რის...

ღამით განათებულში ძილი

რომელი ხილი უნდა ჭამოთ გაზაფხულზე?

რომელი ხილი უნდა ჭამოთ
გაზაფხულზე?

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?