უცხოური სამზარეულო

ქათამის ბარკლები არაჟნით - იაფი და გემრიელი ჩერქეზული სადილი!

fun time

12:00 შაბ. 9 იანვარი, 2021 წელი

ქათმის ბარკლები არაჟნით

14
დაკოპირებულია

ეს ნოყიერი და არომატული სადილი, პიკანტური გემოს მქონე სოუსით, თვალის დახამხამებაში გაქრება სუფრიდან. ამიტომაც გირჩევთ, ულუფების რაოდენობაში არ შეიზღუდოთ. რეცეპტშიც 1,5 კგ. ბარკალია გათვალისწინებული...

საჭირო პროდუქტი (8 ულუფისთვის):

ქათმის ბარკალი - 1.5 კგ
ნიორი - 8 კბილი
ხორბლის ფქვილი - 2 ს/კ
ხორცის ბულიონი - 300 მლ
დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
კარაქი - 100 გ
ხახვი - 1 ცალი
არაჟანი - 1 ქილა
მწვანე ხახვი - 2-3 ღერი, გასაფორმებლად
მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:

1. მოხარშეთ ბარკლები მარილწყალში და ქაფი მოხადეთ აუცილებლად.
როცა მოიხარშება (300 მლ ბულიონი შეინახეთ), მოაშორეთ კანი და ძვლები და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში, მოაყარეთ გახეხილი ნიორი, დაახურეთ სახურავი და შეანჯღრიეთ, რათა კარგად აირიოს ერთმანეთში. გადადგით გვერდზე.

2. ახლა ნაღების სოუსი მოამზადეთ:
გაადნეთ კარაქი ტაფაზე, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშეთ მაღალ ცეცხლზე, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი.

3. ამის შემდეგ ძალიან ნელა, წვრილი ნაკადით ჩაასხით ბულიონი, თან ინტენსიურად ურიეთ, უმჯობესია - ხის კოვზით. მოაყარეთ მარილი პილპილი გემოვნებით და ჩაამატეთ არაჟანი. მიიყვენათ ადუღებამდე.

4. გადაასხით ქათამს ცხელი სოუსი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან.


გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი