უცხოური სამზარეულო

მოხარშული ძეხვი - ოჯახური რეცეპტი

funtime

12:00 სამ. 16 მარტი

ძეხვის მომზადება
14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეცეპტით მომზადებული ძეხვი ცხიმს არ შეიცავს, ის მაინც საკმაოდ ნოყიერია. გემრიელი და არომატული ძეხვის სახლში მომზადების შემდეგ ძეხვეულის მაღაზიისკენ მიმავალ გზას სამუდამოდ დაივიწყებთ.

საჭირო პროდუქტი:

საქონლის ხორცი - 1,5 კგ

ქათმის ბარკლები - 2 კგ

თაფლი - 1 ს.კ. ლ

მუსკატის კაკალი - 0,5 ს.კ.

გატარებული ნიორი - 1 ს.კ.

მწარე წიწაკა - 2 ს.კ.

ძეხვის ცელოფანი - 1 ცალი, 60 მმ სისქის

ზღვის მარილი - 75 გრ

ხმელი კამა - 1 ს.კ.

ხმელი რეჰანი - 1 ს.კ.

ბულიონი - 350 მლ

დაფქული შავი პილპილი - 1 ს.კ.

სუნელი - (გემოვნებით)


მომზადების წესი

1. ძეხვის მომზადება ბულიონის მომზადებით უნდა დაიწყოთ. ამისათვის ქათმის ბარკლებს ძვლები და კანი მოაცილეთ, ხორცი გარეცხეთ, ქვაბში მოათავსეთ, მარილი, პილპილი და წყალი დაამატეთ და ცეცხლზე დაადგით. მზა ბულიონი გააგრილეთ, გაწურეთ და მაცივარში შედგით.

2. გაყავით საქონლის ხორცი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ხორცსაკეპ მანქანაში ქათმის ტყავთან ერთად გაატარეთ. დარჩენილი საქონლის ხორცის და ქათმის ხორცი პატარა კუბიკებად, დაახლოებით 2x2, დაჭერით.

3. ღრმა თასში აურიეთ დაჭრილი და გატარებული ხორცი. დაამატეთ თაფლი და ყველაფერი კარგად აურიეთ. ცალკე პატარა თასში სანელებლები და მარილი აურიეთ და შემდეგ ხორცს დაუმატეთ. ენერგიულად მოზილეთ ხორცის ფარში და თან ნელ-ნელა ცივი ბულიონი დაუმატეთ.

4. ძეხვის ცელოფანი რაც შეიძლება მჭიდროდ შეავსეთ გატარებული ხორცით, ისე, რომ ჰაერი არ შეჰყვეს. თუ ძეხვის შიგნით სიცარიელე მაინც დარჩა, ეს ადგილი ნემსით გახვრეტეთ. როდესაც ძეხვის გარსს კარგად შეავსებთ, თავი და ბოლო მაგარი ძაფით შეუკარით. ძეხვი რამდენიმე საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე, ვერტიკალურ მდგომარეობაში დაკიდეთ.

5. ამის შემდეგ ძეხვი 1,5-2 საათის განმავლობაში ხარშეთ, გააცივეთ ცივ წყალში და ისევ, მინიმუმ, 12 საათით ჩამოკიდეთ, ამჯერად ცივ ადგილას. ამის შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.

რა თქმა უნდა, მაღაზიაში გაუგებარი წარმოშობის ძეხვის შეძენა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე კარგი პროდუქტის დასამზადებლად ძალისხმევა. თუმცა, ხარისხიანი საკვები და ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსუბუქი და სასიამოვნო Fresh-სალათი

Fresh-სალათი

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვ...

თევზის უხა

სალათა „ღრუბელი“ - მარტივი ცივი კერ...

სალათა ღრუბელი

კვერცხი შოტლანდიურად - საუზმე ჯანსა...

კვერცხი ფარშში

ტიფტელი ტომატის სოუსში - გემრიელი კ...

ტიფტელი რომატის სოუსში

ბლინები ხორცით

ხორციანი ბლინები - რეცეპტი

ნამდვილი შაურმა - ტრადიციული რეცეპტ...

ქათმის შაურმა

თავად მოამზადეთ ჯანსაღი მაიონეზი -...

ჯანსაღი მაიონეზი

ოჯახური ჩებურეკი - ყირიმელი თათრები...

წვნიანი ჩებურეკი რეცეპტი