3 რამ, რაზედაც ქმარს არ უნდა ელაპარაკოთ
16:00 სამ. 29 ივნისი, 2021 წელი

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეუღლეებს შორის ყველაფერში გულახდილობა მიუღებელია, მაშინაც კი, თუ მზად არიან ერთმანეთს ბევრი რამ აპატიონ. ამასთან, არსებობს 3 თემა, რომელზეც ცოლმა ქმართან არ უნდა ილაპარაკოს, თუკი ურთიერთობის შენარჩუნება სურს.
👉ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობა
ყოფილების თემა ყოველთვის არაერთგვაროვან ემოციებს და უამრავ კითხვას იწვევს. რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაციის გამხელა საჭიროა. კერძოდ: ყოფილების სახელები, ურთიერთობის ხანგრძლივობა და ა.შ., მაგრამ ინტიმურ დეტალებზე საუბარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მამაკაცი კონკურენციას ვერ იტანს, ამიტომ როდესაც ქალი ყოფილს ფიზიკური თუ ემოციური თვალსაზრისით იხსენებს, კაცს სურვილი უჩნდება, გაერიდოს.
ყველა ქალს უნდა ესმოდეს, რომ მამაკაცი თავისი ბუნებით მესაკუთრეა, ამიტომ ყოფილ პარტნიორს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. თუ ქალი გამუდმებით ყოფილის მიმართ საკუთარ გრძნობებზე საუბრობს ან ორაზროვან მინიშნებებს აკეთებს, სერიოზული კონფლიქტი გარდაუვალია.
გახსოვდეთ, რომ ამჟამინდელ ურთიერთობებში წარსული ურთიერთობების თემა არ უნდა წამოსწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფით შედეგებს უნდა ელოდოთ.
👉წვრილმანები, რომლებიც არ მოგწონთ
ბევრ ქალს მამაკაცის გარკვეული ჩვევები და პიროვნული თვისებები აღიზიანებს ან ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც მუდმივად რჩევებს აძლევენ.
თუმცა, ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება. მამაკაცის ყველა ჩვევისა და ცხოვრებისეული მიზნის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, მკაფიოდ განსაზღვროთ განსხვავება მნიშვნელოვან და უმნიშვნელო წვრილმანებს შორის.
თუ წვრილმანი, რომელიც გაღიზიანებთ, უმნიშვნელოა, ამაზე ყურადღების გამახვილებას რა აზრი აქვს? მაგალითად, თუ მამაკაცი თავის წინდებს გამუდმებით კარგავს, ეს სამყაროს დასასრულს არ მოასწავებს და სკანდალის მიზეზი არ არის.
ეცადეთ ყურადღება მხოლოდ იმაზე გაამახვილოთ, რაც ნამდვილად გტანჯავთ და თქვენს ინტერესებს ემუქრება. მამაკაცმა ამის შესახებ უნდა იცოდეს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასეთი ინფორმაცია მშვიდად, კონფლიქტის პროვოცირების გარეშე მიეწოდოს.
👉ცვლილებები გარეგნობაში
გარეგნობა ნებისმიერ ქალს აღელვებს, მაგრამ ეს თემა მამაკაცისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გარეგნობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე კაციც მტკივნეულად რეაგირებს. უბრალოდ, ცდილობს, ეს კარგად დამალოს. სინამდვილეში კი მამაკაცის თვითშეფასება სუსტდება და კომპლექსები ვითარდება.
ყველა მამაკაცი არ არის მზად, საკუთარი გარეგნობის კრიტიკა მოისმინოს. ბანალურ კრიტიკას ან სულელურ ხუმრობებს კი შეიძლება ისეთი წყენა მოჰყვეს, რომლის დავიწყება შეუძლებელია.
ასევე საინტერესოა 👇:
უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ საწოლში?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან