5 წლის ასაკში მშობიარობა - ლინა მედინას უნიკალური ისტორია
17:17 ორშ. 4 სექტემბერი, 2023 წელი

ლინა მედინას ამბავი უნიკალური შემთხვევაა, რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყარო შოკში ჩააგდო - გოგონამ 5 წლისა და 7 თვის ასაკში მოახერხა დედა გამხდარიყო!
ლინა მედინა 1933 წლის 23 სექტემბერს პერუში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. გოგონას კიდევ რვა და-ძმა ჰყავდა, რაც პერუსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
ლინას მამა - ტიბურციო მედინა სამკაულებს ამზადებდა, ხოლო დედა, ვიქტორია ლოსა შვილების აღზრდაზე ზრუნავდა.
***
ერთ სრულიად ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ დღეს ლინას შობლებმა შენიშნეს, რომ 5 წლის გოგონას მუცელი საგრძობლად გაიზარდა. ეს უბრალო აირების დაგროვებას არ ჰგავდა, ამიტომ მშობლებმა ლინა ქალაქ პინოში, ექიმთან წაიყვანეს.
ტიბურციოს და ვიქტორიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ექიმმა ხუთი წლის გოგონას ორსულობის შესახებ ამცნოთ.
ნანახით თავად ექიმი ჟერარდო ლოსადაც შოკირებული დარჩა, რადგან მანამდე პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არასოდეს ჰქონია. ექიმის თქმით, ლინა მედინა უკვე 7 თვის ორსული იყო და მალე დედა გახდებოდა.
1939 წლის 14 მაისს, ლინამ საკეისრო კვეთის შედეგად 2,7 კილოგრამიანი ბიჭი გააჩინა, რომელსაც მკურნალი ექიმის პატივსაცემად ჯერარდო ალეხანდრო მედინა დაარქვეს.
რა იყო მიზეზი?
მოგვიანებით გაირკვა, რომ ლინას მენსტრუაცია 3 წლის ასაკში დაეწყო, თუმცა ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ოთხი წლის ასაკში კი უკვე კარგად ჰქონდა განვითარებული სარძევე ჯირკვლები. 5 წლის ასაკში გოგონას ძვლების ნაადრევი მომწიფება და მენჯის გაფართოება აღენიშნებოდა.
ექიმებმა დაასკვნეს, რომ ლინა მედინას ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონალური ფუნქციის დარღვევამ გამოიწვია.
ვინ იყო მამა?
თუ მიზეზი, რომლის გამოც ხუთი წლის ასაკში დაორსულება შესაძლებელი გახდა, ასე თუ ისე, გაირკვა, მთავარი კითხვა - ვინ არის ლინას შვილის მამა ისევ უპასუხოდ რჩებოდა.
გოგონა კითხვებს ვერ პასუხობდა, რადგან არ იცოდა, როგორ დაორსულდა. საბოლოოდ, ლინა მედინას საქმეზე მისი მამა - ტიბურიციო და 18 წლის ძმა ამადორი დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო მალევე გაათავსუფლეს.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დედა-შვილზე ზრუნვა ლინას მშობლებმა საკუთარ თავზე აიღეს. 9 წლის ასაკამდე ჯერარდოს ლინა დად მიაჩნდა, რადგან სიმართლეს უმალავდნენ.
ექიმმა ლოსადამ ლინაზე ზრუნვა განაგრძო. მისი დახმარებით პატარა დედა 1952 წელს საცხოვრებლად ლიმაში გადავიდა და სტენოგრაფია შეისწავლა.
ლინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლოსადას კლინიკაში მუშაობდა, ხოლო მისი ვაჟი სიცოცხლის ბოლომდე (1960 წ.) ექიმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ლინას შემდგომი ცხოვრება
1966 წელს ლინამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც მომავალი ქმარი, რაულ ხურადო გაიცნო. 38 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედა ისევ დაორსულდა და 1972 წლის აპრილში მეორე ვაჟი - რაული შეეძინა.
რაც შეეხება ჯერარდოს, ბიჭუნა ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ის ერთხანს კურიერად მუშაობდა, შემდეგ კი სმას მიეძალა.
ჯერარდო ალეხანდრო მედინა 1979 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.
***
ლინა მედინა (ქორწინებაში Lina Marcela Medina de Jurado) 2015 წლის ნოემბერში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - უფროსი ვაჟის სიკვდილიდან თითქმის 40 წლის შემდეგ.
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ ცხოვრობს დედა, რომელმაც 42 წლის ასაკამდე 44 შვილი გააჩინა
ამბავი მილიონერისა, რომელიც ხელ-ფეხის გარეშე დაიბადა
ტრაგიკული ამბავი ბიჭისა, რომელსაც გოგოდ ზრდიდნენ
წყარო: www.mirror.co.uk
სიახლეები ამავე კატეგორიიდან