საკნატუნო ამბები

ეროტიკა გენიოსი მხატვრების შედევრებში

fun time

23:00 ორშ. 12 აპრილი, 2021 წელი

ეროტიკა მხატვრობაში

14
დაკოპირებულია

კლასიკური ფერწერის სიუჟეტები ზოგჯერ არც ისეთი „უმანკოა“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათგან ერთ-ერთია ძველბერძნული მითი იმის შესახებ, როგორ შეაცდინა გედად გადაქცეულმა ზევსმა ულამაზესი ლედა. ეს სცენა არაერთი დიდი მხატვრის ტილოზეა ასახული...

ლეგენდის თანახმად, სპარტის მეფის, ოიბალოსის ძე, სახელგანთქმული ტინდარეოსი საკუთარმა ძმამ ქვეყნიდან გააძევა. დევნილი ეტოლიის მეფემ ფესტიოსმა შეიფარა და თავისი მშვენიერი ასული ლედა ცოლად შერთო.
ერთხელ ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მდინარეში მობანავე ლედას თვალი მოჰკრა. ქალის მშვენიერებამ ისე მოხიბლა, რომ მისი დაუფლება გადაწყვიტა და გედად ქცეული მოევლინა.

ცხრა თვის შემდეგ ლედამ ორი კვერცხი შობა. ერთიდან მშვენიერი ელენე გადმოვიდა, ხოლო მეორედან დიოსკურებად ცნობილი ტყუპი ძმა - კასტორი და პოლიდევკესი.

ეს მითი ხელოვანთა უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა.

ლეონარდო და ვინჩიმ შავ გედთან ჩახუტებული ლედა გამოსახა, რომლის ფეხებთან კვერცხებიდან ახლად გამოჩეკილი შთამომავლობა მოჩანს.

მიქელანჯელო უფრო გულახდილი აღმოჩნდა და ლედა და გედად ქცეული ზევსი უშუალოდ სექსის პროცესში გვაჩვენა.

ზოგ მხატვართან გედი თეთრია, ზოგთან - შავი, თუმცა ფერის მიუხედავად, გედი ყველგან ძლიერი ფრინველია, რომელიც თავისი ძლევამოსილებით ქალს იმორჩილებს.

საოცარი ვნებითა და სიმძაფრითაა გადმოცემული ოლიმპოს მბრძანებლისა და მშვენიერი ლედას შეხვედრა და სასიყვარულო ურთიერთობა გამოჩენილი ირლანდიელი პოეტის უილიამ ბატლერ იეტსის (1865-1939) ლექსში „ლედა და გედი“:

ანაზდეული გამოქროლება: ფრთების ნამქერი
ხარბი ალერსით დააცხრება დიაცის გულ-მკერდს,
და გაფოფრილი ძალმომრეობა თავხელაღებით
ღონიერ ნისკარტს მსხვერპლს უმწეო ქეჩოში უჭერს.

შესწევდა განა იმის ძალა, რომ უკუეგდო
გაშმაგებული შემოტევა სუსტი მკლავებით?
მერყევ ჭიდილში დიდებულ ფრთებთან შეძლებდა ეგრძნო
იმ უცხო გულის უეცარი შეფართქალება?

და ცხოველ ვნებით ათრთოლებულ ზიარ წიაღში
ისახებოდა აოხრება ციხე-ქალაქთა,
სისხლის წვიმები, განწირული აგამემნონი...

მაგრამ მძლეველი გამარჯვებით თრობის იმ წამში
ხედავდა განა მოსალოდნელ გორებს ზვარაკთა,
ვიდრე არ დაცხრა ქალის გვემით მასში დემონი?



ფრანსუა ბუშე „ლედა და გედი“ (1740)

ბუშემ ანტიკური სიუჟეტის ყველაზე გულახდილი პერიფრაზი მოახდინა.


ჩეზარე დე სესტო „ლედა და გედი“ (ლეონარდო და ვინჩის დაკარგული სურათის ასლი)

მიქელანჯელო „ლედა და გედი“ (1530 წლის შემდგომი)

გუსტავ მორო

ივანა ბარაზი

ჟოზეფინა უოლი

კიმ ნელსონი

მაქსიმილიან პირნერი

პოლ სეზანი

რუბენსი

პონტორმო

რაფაელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვ...

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა