ურთიერთობა

ჯენ ბრიკერი: „არასოდეს თქვა: არ შემიძლია“

fun time

19:00 ორშ. 9 ოქტომბერი, 2023 წელი

ჯენ ბრიკერი

14
დაკოპირებულია

ექიმები ამბობდნენ, რომ ის დამოუკიდებლად ჯდომასაც კი ვერ შეძლებდა, თუმცა უზარმაზარმა ნებისყოფამ ექიმების პროგნოზები გააცამტვერა.

ჯენ ბრიკერი (Jen Bricker ) 1987 წლის 1 ოქტომბერს ფეხების გარეშე დაიბადა. ბიოლოგიურმა მშობლებმა ის დაბადებისთანავე მიატოვეს, მაგრამ გოგონა ილინოისელმა წყვილმა იშვილა. შერონ და ჯერალდ ბრიკერებმა იპოვეს ექიმი, რომელმაც მათ იმედი მისცა და მართლაც, მალე ბავშვმა დამოუკიდებლად ჯდომა ისწავლა.

ჯენი იხსენებს, რომ მშობლების არასდროს ზღუდავდნენ და სხვა ბავშვების მსგავსად ცხოვრობდა. ბრიკერებმა ჯეინისთვის პროთეზები დაამზადებინეს, მაგრამ გოგონას ისინი საშინლად მოუხერხებელი მოეჩვენა და მათზე სამუდამოდ უარი თქვა. ხელებით და თეძოებით სიარული და სირბილი ისწავლა. ის დარბოდა, ფრენბურთს და კალათბურთს თამაშობდა და მეგობრებთან ერთად ერთობოდა.

ჯენი დღეს პოპულარული საჰაერო ტანმოვარჯიშეა. მის საჰაერო შოუებს უამრავი მაყურებელი ჰყავს.

2019 წელს ჯენი დომინიკ ბაუერზე გათხოვდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ.

შემდეგ კი ჯენმა საჯარო სამოტივაციო გამოსვლები დაიწყო. გოგონა საკუთარ გამოცდილებას სხვა ადამიანებს უზიარებს. მისი საყვარელი ფრაზაა - „არასოდეს თქვა: არ შემიძლია“. ეს სიტყვები ჯენის ცხოვრებისეული დევიზია და ამას მშობლების დიდ დამსახურებად მიიჩნევს.

როდესაც ბავშვობიდან გეუბნებიან, რომ ყველაფრის მიუხედავად, ლამაზი ხარ და ყველაფერი შეგიძლია, ნებისმიერ სირთულეს გადალახავ და მიზანს აუცილებლად მიაღწევ - ამბობს ჯენი.


ადამიანის შესაძლებლობას საზღვრები, მართლაც, არ აქვს! 👇

ზღვარს მიღმა! - როგორ დაიპყრო ევერესტი უფეხებო ადამიანმა

ამბავი მილიონერისა, რომელიც ხელ-ფეხის გარეშე დაიბადა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს