ურთიერთობა

„მეგობარს ვუთხრა, რომ ქმარი ღალატობს, თუ ყველაფერი ისე დავტოვო, როგორცაა?“

fun time

12:00 ოთხ. 13 ოქტომბერი, 2021 წელი

როგორ მოვიქცეთ, თუ
გავიგეთ, რომ ახლობელ
ადამიანს ღალატობენ?

14
დაკოპირებულია

ასეთი დილემის წინაშე, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დამდგარა, ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რას გვირჩევს მსგავს შემთხვევებზე ფსიქოლოგი ან ურთიერთობების ექსპერტი. 

ღალატი ყოველთვის მგრძნობიარე და უსიამოვნო საუბრის თემაა და მნიშვნელობა არ აქვს, რა კონტექსტშია ნახსენები.

როგორ მოვიქცეთ, თუ გავიგეთ, რომ ახლობელ ადამიანს ღალატობენ?

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. კარგად გაიაზრეთ ამ ადამიანთან თქვენი სიახლოვე და შესაბამისად მოიქეცით.

თუ ადამიანს, რომელიც ღალატის მსხვერპლი გახდა, კარგად არ იცნობთ, საქმეში ჩარევა არ ღირს, მაგრამ თუ ის მეგობარია, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ჯერ უნდა გაარკვიოთ, რამდენად კარგად გესმით მთელი სიტუაცია - შეიძლება, რაღაც არ იცით.

დარწმუნებული ხართ, რომ ღალატი მოხდა, რასაც შესაძლოა, ურთიერთობების საბოლოოდ გაწყვეტა მოჰყვეს? დარწმუნებული ხართ, რომ მათი ურთიერთობისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია?

იმაზეც დაფიქრდით, დაზუსტებით იცით თუ არა ამ წყვილის ურთიერთობების საზღვრები. მაგალითად, არსებობენ წყვილები, რომლებიც თავისუფალი ურთიერთობების მომხრეები არიან და თქვენ შეიძლება, მათი პირადი სივრცე დაარღვიოთ, მაგრამ თუ სიმართლის თქმა გადაწყვეტილი გაქვთ, სულ მცირე, მათი ურთიერთობის ისტორიის გარკვევა სცადეთ.

გამორიცხული არ არის, რომ ტკივილი, რომელსაც ადამიანი თქვენი ჩარევით მიაყენებთ, გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ის, როცა ღალატის შესახებ თვითონ შეიტყობს.

შეეცადეთ, საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოიდგინოთ და სიმართლის თქმის ყველაზე ტაქტიანი გზა იპოვოთ.

თუ მეგობრისთვის სიმართლის თქმა გადაწყვეტილი გაქვთ და უკან დახევას არ აპირებთ, სასურველია, რომ ეს პირადად შეხვედრის დროს გააკეთოთ. უარი თქვით მესიჯის გაგზავნაზე ან ტელეფონით საუბარზე. ეცადეთ, დელიკატურობა გამოიჩინოთ და კატეგორიული შეფასებებით არ მიმართოთ. მიეცით ადამიანს დრო და საშუალება, რომ ინფორმაცია გაიაზროს და აგრძნობინეთ, რომ მხარდაჭერისთვის მზად ხართ, თუ ეს დასჭირდება.

🔰:

რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის და რას ფიქრობს ამაზე სხვადასხვა რელიგია?

7 პასუხი კითხვაზე: რატომ ღალატობენ?

წმინდა ინგლისური შურისძიება - როგორ დასაჯა აგათა კრისტიმ მოღალატე ქმარი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს