საკნატუნო ამბები

როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელების ბელადად?

fun time

18:00 შაბ. 17 ივლისი, 2021 წელი

როგორ იქცა საბჭოთა
მფრინავი ინდიელების
ბელადად

14
დაკოპირებულია

ოფიციალურად, ივანე დოცენკოს სიკვდილის თარიღად უკანასკნელი საბრძოლო გაფრენის დღე 1944 წლის 10 აპრილი ითვლება, თუმცა საბჭოთა მფრინავი და საავიაციო ესკადრილიის მეთაური სრულიად სხვა დროსა და სხვა ვითარებაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ოფიციალურ ცნობაში წერია, რომ საბჭოთა მფრინავი და საავიაციო ესკადრილიის მეთაური ივანე დოცენკო ერთ-ერთი საბრძოლო გაფრენისას, გერმანელების მიერ ოკუპირებული რკინიგზის სადგურის დაბომბვისას დაიღუპა;

თუმცა არაოფიციალური ცნობით, საბჭოთა მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გადახტომა მოასწრო და გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა.
დატყვევებული მფრინავი, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად, გერმანიაში გაგზავნეს, მაგრამ გზაში გაქცევა და კანადაში გადასვლა სასწაულებრივად მოახერხა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული საბჭოთა მფრინავი წლების შემდეგ, კანადის ინდიელთა რეზერვაციაში აღმოაჩინეს, სადაც ტომის ბელადი იყო და მეტსახელად, „ცეცხლის მფრქვეველი“ ერქვა.
დოცენკო ესტრადის მსახიობმა მაჰმუდ ესამბაევმა იპოვა.

საბჭოთა დელეგაცია საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, კანადაში გაემგზავრა. დელეგაციის წევრებს შორის ესამბაევიც გახლდათ, რომელსაც ვიზიტის დროს საშუალება ჰქონდა, ინდიელების რეზერვაციაში ექსკურსიაზე გამგზავრებულიყო.

მსახიობი ყურებს არ უჯერებდა, როცა ინდიელების ბელადი საბჭოთა დელეგაციის წევრებს უკრაინულად და რუსულად გაესაუბრა. „ცეცხლის მფრქვეველმა“ ესამბაევი სახლში მიიპატიჟა, სადაც არყით გაუმასპინძლდა და უკრაინული სიმღერა უმღერა.

სტუმარ-მასპინძელს შორის გულითადი საუბარი გაიმართა. ინდიელთა ბელადმა აღიარა, რომ უკრაინაში, ჩერნიჩი იარში დაბადებული ივანე დოცენკოა და სამშობლო ძალიან ენატრება.

ესამბაევმა დაუჯერებელი ამბავი სამშობლოში ჩამოიტანა. დოცენკოს ნათესავებმა ივანეს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება სცადეს, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მათი ყველა მცდელობა აღკვეთა.

საბოლოო მტკიცებულება, რომ ინდიელი ბელადი და პოლტაველი მფრინავი ერთი და იგივე პიროვნებაა, მოსკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის სერგეი ნიკიტინის დასკვნა გახდა. ფოტოების მიხედვით, მან დაადგინა, რომ მათზე აღბეჭდილი მამაკაცების სახის ნაკვთები (ცხვირის, ნიკაპის, პირისა და წარბების მოხაზულობები) იდენტურია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დოცენკოს ერთ-ერთმა ნათესავმა მისი მოძებნა ისევ სცადა, თუმცა უშედეგოდ: იმ დროისთვის, ესამბაევიც და ჯონ მაკკომბერიც (დოცენკოს კანადური გვარი) გარდაცვლილები იყვნენ.

ამჟამად, ინდიელების კანადური რეზერვაცია დაშლილია, ინდიელები და მათი შთამომავლები კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა