დიდებული მსახიობი ქალები, რომლებსაც „ოსკარი“ არ მიუღიათ

კინო

24 იანვარი 18:00, 2018 წელი

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ამ ნიჭიერ მსახიობებს, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი ეთაყვანება, „ოსკარი“ არ მიუღიათ. ზოგიერთისთვის ეს უკვე მიუღწეველი ჯილდოა, თუმცა ამ ჩამონათვალიდან რამდენიმეს ყველაფერი წინ აქვს...

ჰელენ ბონემ კარტერი



ამ უნიჭიერესი მსახიობის ფილმოგრაფიაში ნამდვილად არის გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლები: გაიხსენეთ მარლა სინგერი ფილმიდან „მებრძოლთა კლუბი“ ან ბელატრისა ლესტრეინჯი „ჰარი პოტერიდან“. ჰელენი „ოსკარზე“მთავარი როლისთვის ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებიდან „მტრედის ფრთები“ და „მეფის სიტყვა“. იმედია, შემდეგი ნომინაცია უფრო წარმატებული აღმოჩნდება.


 


ემი ადამსი



ნომინაციების რაოდენობით ემი ადამსი არაფრით ჩამოუვარდება ლეონარდო დიკაპრიოს: მსახიობი 5-ჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ ძირითადად კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის“. სამწუხაროდ მისი ერთ-ერთი გამორჩეული როლი უყურადღებოდ დატოვეს კრიტიკოსებმა და მისმა შესრულებულმა როლმა ფილმში „ჩამოსვლა“ ნომინაციაც კი ვერ მოიპოვა.


 


დემი მური



90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული მსახიობი მაყურებელს თავისი როლებით ფილმებში „ჯარისკაცი ჯეინი“ და „მოჩვენება“ სამუდამოდ დაამახსოვრდა. მართალია, „მოჩვენებამ“ „ოსკარზე“ 5 ნომინაცია მოიპოვა, მაგრამ მურის სამსახიობო ნამუშევარი კინოაკადემიამ უყურადღებოდ დატოვა.


 


კირა ნაითლი



32 წლის ნაითლიმ უკვე მოასწრო, შეესრულებინა ანა კარენინა, ჰერცოგინია ჯორჯიანა კავენდიში და ერთ-ერთი მთავარი როლი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“. ის ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“: ჯეინ ოსტინის რომანის „სიამაყე და ცრურწმენა“ ეკრანიზაციის როლზე და ასევე, ისტორიულ დრამაში „იმიტაციის თამაში“. მას შემდეგ, რაც 2015 წელს შვილი შეეძინა, ის ეკრანებზე იმდენად ხშირად აღარ ჩნდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მას მნიშვნელოვანი როლები და „ოსკარის“ ქანდაკებაც წინ აქვს.


 


გლენ კლოუზი



გახსოვთ ბოროტმოქმედი კრუელა დე ვილი „101 დალმატინელიდან“? მსახიობს „ოსკარზე“ მთელი 6 ნომინაცია აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვებით არც ერთი წარდგენა არ დასრულებულა. ძალიან სამწუხაროა, რადგან გლენი გარდასახვის ნამდვილი ოსტატია, ავიღოთ, მაგალითად, თუნდაც ფილმი „ალბერტ ნობსი“.


 


ჯესიკა ჩესტეინი



მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკა ჩესტეინი მაყურებლის უმეტესობას ფილმიდან „ინტერსტელარი“ დაამახსოვრდა და შეუყვარდა, ის უკვე 2-ჯერ იყო „ოსკარზე“ ნომინირებული: არაჩვეულებრივი შესრულებისთვის ფილმში „მოსამსახურე“ და მთავარი როლისთვის ფილმში „მიზანი ნომერი ერთი“.


 


კატრინ დენევი



ნიჭიერი ფრანგი მსახიობის თამაში კინოაკადემიამ მხოლოდ ერთხელ აღნიშნა: 1993 წელს „ოსკარზე“ ის ფილმისთვის „ინდოჩინეთი“ წარადგინეს, მაგრამ სანატრელი ქანდაკება ემა ტომპსონმა მიიღო. უნდა აღინიშნოს დენევის როლები ფილმებში „შერბურის ქოლგები“, „წყვდიადში მოცეკვავე“, „8 ქალი“.


 


მიშელ უილიამსი



მსახიობი „ოსკარზე“ 4-ჯერ იყო ნომინირებული როლებისთვის ფილმებში: „კუზიანი მთა“, „სევდიანი ვალენტინი“, „ჩემი ერთი კვირა მერილინთან“, სადაც მან ოსტატურად შეასრულა ლეგენდარული მსახიობის როლი და ასევე, ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“. თუ მსახიობმა ასეთი ტემპით გააგრძელა, „ოსკარის“ ქანდაკება, იმედია, მალე მისი გახდება...


 


უმა თურმანი



კვენტინ ტარანტინოს მუზა „ოსკარზე“ 1995 წელს იყო ნომინირებული როლისთვის ფილმში „მაკულატურა“ – მაშინ ქანდაკება დაიანა უესტმა მოიპოვა ფილმში „ტყვიები ბროდვეის თავზე“. შემდეგ უმამ შეასრულა როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „გატაკა“, „საბრალონი“, „მოკალი ბილი“, მაგრამ ამ როლებმა ნომინაცია ვერ მოიპოვა.


 


მერილინ მონრო



გულუბრყვილო ქერა პერსონაჟების გამო კრიტიკოსები მონროს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თავად მსახიობი კი მთელი კარიერის მანძილზე ცდილობდა ამ დაღისგან გათავისუფლებას. ხანდახან მას ეს გამოსდიოდა, მაგალითად, ფილმში „შეუფერებელნი“, სადაც მერილინმა განქორწინებული ქალის როლი შეასრულა. იმ დროს ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა და ჰოლივუდის სექსსიმბოლომ „ოსკარის“ ვერც ერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა. მისი უმაღლესი ჯილდო „ოქროს გლობუსი“ აღმოჩნდა ფილმისთვის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“.

წყარო
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი.