გავიხსენოთ მილოშ ფორმანი - ოსკაროსანი რეჟისორის 6 საუკეთესო ფილმი

კინო

16 მაისი 18:00, 2018 წელი

2018 წლის 14 აპრილს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, ოსკაროსანი მილოშ ფორმანი, რომელმაც თავისი ხელოვნების სახით უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. ფორმანის თითქმის ყველა ფილმი საკულტოა. ჩვენ დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ...

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, 1975 წელი, აშშ
დრამა
მთავარ როლში ჯეკ ნიკოლსონი


 


1968 წელს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ, ფორმანი აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში. ძალიან მალე სწორედ აქ შეიქმნა მისი შედევრი პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტის შესახებ, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის 5 ჯილდო დაიმსახურა. და არამარტო 5 „ოსკარი“, მის მონაგარშია „ოქროს გლობუსის“ 5 სტატუეტიც.
ფილმში მოთხრობილია იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკაში არიან გამოკეტილნი.


 „ამადეუსი“, 1984 წელი, აშშ
დრამა, ბიოგრაფიული, მუსიკალური 



ფილმში მოთხრობილია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების ისტორია და შემოქმედება დანახული მისი მთავარი მეტოქისა და არაკეთილისმსურველის ანტონიო სალიერის თვალით. ფილმი დაჯილდოებულია 8 „ოსკარით“ და 4 „ოქროს გლობუსით“.


 „მეხანძრეების მეჯლისი“, 1967 წელი, ჩეხეთი
დრამა, კომედია


 


ფილმი „მეხანძრეების მეჯლისი“ ირონიული დაცინვაა იმ სისტემისა, რომელსაც მილოშ ფორმანი არ აღიარებდა. და სწორედ ამ ფილმის გამოსვლიდან მალევე დატოვა მან სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა.
სიუჟეტი პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება. უფროსის სამსახურიდან გაცილების მიზნით მეხანძრეები გადაწყვეტენ, მეჯლისი გამართონ. სილამაზის კონკურსი მოაწყონ და ლატარია გაათამაშონ.
მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ უნდათ: პრიზებს მოიპარავენ, გოგონებს კი აღარ მოუნდებათ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ამასთანავე, ქალაქში გაჩნდება ხანძარი, მაგრამ მეხანძრეები სულაც არ ჩქარობენ, გადაარჩინონ მსხვერპლი, ისინი ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით - მეჯლისის მომზადებით არიან დაკავებულები.


„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“, 1996 წელი, აშშ
დრამა, ბიოგრაფიული
მთავარ როლში ვუდი ჰარელსონი 



ფილმში მოთხრობილია ბიოგრაფია სკანდალური ამერიკელი გამომცემლისა და ბიზნესმენისა ლარი ფლინტის, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მედიაინდუსტრიაში - გამოსცა პორნოჟურნალი  Hustler. ფილმმა იმის შესახებ, როგორ გახდა პორნოგამომცემელი სიტყვის თავისუფლების დამცველი მთელი ნაციისთვის, უამრავი ჯილდო და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა.


„ვალმონი“, 1989 წელი, აშშ
დრამა, მელოდრამა
მთავარ როლებში: კოლინ ფერტი, ანეტ ბენინგი 



შოდერლო დე ლაკლოს რომანის „სახიფათო კავშირების“ შესანიშნავი ეკრანიზაცია - სიყვარულის, მეტოქეობისა და შურისძიების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს მე-17 საუკუნის საფრანგეთში, როცა არისტოკრატიის საყვარელი გასართობი ინტრიგები იყო.
მაღალი წრის ქალბატონი, მარკიზა დე მერტეი იგებს, რომ მისი საყვარელი ჟერკური, ისე, რომ მასთან სიტყვაც არ დასცდენია, აპირებს, ახალგაზრდა სესილი დე ვალჟანზე დაქორწინდეს. შურისძიების მიზნით, მერტეი დაითანხმებს თავის ახლობელს, ვიკონტ დე ვალმონს, მოხიბლოს და შეაცდინოს გოგონა. ვალმონი თავიდან უარზეა, ამბობს, რომ შეყვარებულია მადამ დე ტურვილზე, რომელიც ქმრის ერთგულია. მაშინ მარკიზა ვალმონს ნაძლევს შესთავაზებს: თუ ის მადამ დე ტურვილის სიყვარულს მოიპოვებს, მაშინ თავად მისი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვიკონტი ვალდებული იქნება, მონასტერში წავიდეს.


 „ადამიანი მთვარეზე“, 1999 წელი, აშშ, დიდი ბრიტანეთი
დრამა, ბიოგრაფიული, კომედია
მთავარ როლში ჯიმ ქერი 



ამ ფილმში ჯიმ ქერი დრამატულ როლშია, რაც ასე უცხოა მაყურებლისთვის. ის განასახიერებს კომიკოს ენდი კაუფმანს, რომელიც ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი კომიკოსი. ბავშვობაში ენდის ძალიან უყვარდა შოუების მოფიქრება და თავისი პლუშის დათუნიების წინაშე გამოსვლა. დიდობაში ის საკმაოდ თავხედ და არაორდინარულ კომიკოსად ჩამოყალიბდა, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ეცინათ იმაზე, რაც საერთოდაც არ იყო სასაცილო. ის არ ჰგავდა სხვა კომიკოსებს. დროთა განმავლობაში მაყურებელი უკვე ვეღარ ასხვავებდა, როდის ხუმრობდა ენდი და როდის იყო სერიოზული. ჯიმ ქერის ამ როლისთვის „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული.

NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?