კომბოსტოს „ნაპოლეონი - იოლი და წარმოუდგენლად გემრიელი!

კულინარია

7 ოქტომბერი 12:00, 2018 წელი

აქამდე „ნაპოლეონი“ მხოლოდ ნამცხვარი თუ გაგისინჯავთ, ჩვენ კი გთავაზობთ „ნაპოლეონის“ რეცეპტს, რომლის ფენებიც ჩვეულებრივი კომბოსტოსგანაა დამზადებული, „კრემი“ კი...

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


კომბოსტო - საშუალო ზომის 1 თავი (დაახლოებით 1 კილომდე)
კვერცხი - 3 ცალი
მაიონეზი - 150 გრამი
მაგარი ყველი - 100 გრამი
ფქვილი - 3 ს/კ
კეფირი - 3 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
კამა - პატარა კონა
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მზესუმზირის ზეთი - შესაწვავად


მომზადების წესი:


1. კომბოსტოს ამოვაჭრათ შუაგული და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დავშალოთ ფურცელ-ფურცელ და მაგარი ადგილები დანით ამოვაჭრათ. კომბოსტოს ფოთოლი რომ მაქსიმალურად გასწორდეს, ოთხივე მხრიდან გავუჭრათ ნაპირები.


2. მოვამზადოთ ამოსავლები სოუსი: ერთად ავთქვიფოთ კვერცხი, კეფირი, მარილი, პილპილი და თანდათანობით დავუმატოთ ფქვილი. კარგად მოვურიოთ, რათა ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.


3. კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ ამოვავლოთ ამ სოუსში და წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვათ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.


4. წვრილ სახეხზე გავხეხოთ ყველი და დავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, მაიონეზი და კარგად გადავურიოთ.


5. კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ დავალაგოთ ლანგარზე და ყველის „კრემი“ წავუსვათ. გამზადებული „ნაპოლეონი“ შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით, ბოსტნეულით და გახეხილი ყველით.


გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?