ქალები, რომლებმაც სიკვდილზე გაიმარჯვეს

უცნობი ფოტოები

27 იანვარი 22:00, 2018 წელი

ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, ფენიქსის მსგავსად, ფერფლიდან აღდგომის საოცარი უნარი აქვთ...

1. ტურია პიტი



24 წლის წარმატებული ავსტრალიელი ფოტომოდელი, სპორტსმენი და „მის ავსტრალიის“ კონკურსანტი 2011 წელს მარათონულ გარბენში მონაწილეობდა, რომელიც მისთვის საბედისწერო გამოდგა.
გარბენის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ტურია ხანძრის კერაში აღმოჩნდა და სხეულის 70% დაეწვა.
მოდელს, რომლის ფოტოები ცნობილი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, ერთ დღეში მთლიანად შეეცვალა ცხოვრება. ტურიამ მარცხენა ხელის თითები და მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა და მოგვიანებით, ფეხიც მოჰკვეთეს. კანის გადანერგვის ათობით ოპერაციის დროს, მოდელის გვერდით საყვარელი მამაკაცი მაიკლ ჰოსკინი იმყოფებოდა. განსაცდელში ჩავარდნილი გოგონას გამო, რომელსაც დამოუკიდებლად ჭამა, დაბანა და საპირფარეშოში სიარულიც კი არ შეეძლო, მაიკლმა სამსახური შეიცვალა და მთელ დროს მასთან ატარებდა. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით გაძლიერებული ტურია სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, სამოდელო საქმიანობას დაუბრუნდა. „ხანძარმა გამხადა უფრო მადლიერი ყველაფრისთვის, რაც მაქვს. ადრე ამდენ რამეზე არ ვფიქრობდი, როცა ჩემს ბოიფრენდთან ერთად, დასაძინებლად ვწვებოდი. ახლა ვფიქრობ, როგორ გამიმართლა, რომ ამ საოცარ ადამიანთან ვარ. მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“, - დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტომოდელმა.


2. მალალა იუსუფზაი



ეს პაკისტანელი გოგონა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატია. ის 11 წლის ასაკში „ბიბისის“ ბლოგერი გახდა. გოგონა თალიბანის რეჟიმის დროს გოგონების განათლების უფლებებზე წერდა. როგორც ცნობილია, ისლამისტური ორგანიზაცია პაკისტანელ გოგონებსა და ქალებს განათლების მიღებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას უკრძალავდა, ამიტომ მალალა თალიბანის სამიზნედ იქცა. 2012 წელს, როცა მალალა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, თალიბებმა თავში ორჯერ ესროლეს. სასწაულებრივად გადარჩენისა და გამოჯანმრთელების შემდეგ, მალალამ ქალთა განათლების უფლებისთვის ბრძოლა გააგრძელა.
2013 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „მე მალალა ვარ“, რომელიც მაშინვე პოპულარული გახდა. ამჟამად, ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მშობლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. „მოსწავლე, მასწავლებელი, წიგნი და კალამი - აი, რა შეცვლის მსოფლიოს. განათლება ერთადერთი გამოსავალია“, - ამბობს მალალა.


3. ბეთანი ჰამილტონი



ბეთანი ბავშვობიდან სერფინგით იყო გატაცებული და 8 წლის ასაკში უკვე იმედის მომცემი სპორტსმენი გახლდათ. 2003 წლის 31 ოქტომბერს 13 წლის ბეთანი ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროზე სასერფინგოდ წავიდა. მშვენიერი ამინდი იყო და თითქოს უბედურებასაც არაფერი მოასწავებდა. ცურვით დაღლილი გოგონა სერფინგის დაფაზე იწვა და მარცხენა ხელი წყალში ჰქონდა ჩაყოფილი, როცა ზვიგენი დაესხა თავს. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელი დაკარგა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა, გოგონამ ნაპირამდე მისვლა მოახერხა. საავადმყოფოდან გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ბეთანიმ ისევ ზღვაში შეცურა, ერთი წლის შემდეგ კი სერფინგის დაფაზე იდგა და საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობდა. ამჟამად, ბეთანი ჰამილტონი აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს ეხმარება.

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.