სილამაზე/ჯანმრთელობა

სხეულის რომელი ნაწილები ბერდება ყველაზე ადრე და რომლები - ყველაზე გვიან?

fun time

17:00 პარ. 1 იანვარი, 2021 წელი

სხეულის ნაწილები

14
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესი იწყება, მაგრამ ბევრს არ სმენია, რომ ადამიანის სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა დროს ბერდება. 

 

20 წლის ასაკში:

იწყება ტვინის დაბერების პროცესი. ეს აისახება მოძრაობის კოორდინაციის ცვლილებებში, შემეცნებით ფუნქციებში, გადაწყვეტილების მიღებისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის შენელებაში და ა.შ.
იწყება ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის ცვლილებებიც.
იწყება ფილტვების დაბერების პროცესი - მცირდება ფილტვების მოცულობა, სუსტდება კუნთოვანი სისტემა, რომელიც სუნთქვის პროცესს აკონტროლებს.
იწყება კანის დაბერების პროცესი - კანი თხელდება და ფერს იცვლის, კარგავს სიმკვრივესა და რეგენერაციის უნარს.

30 წლის ასაკში:

იწყება სახსრების დაბერების პროცესი, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცვლილებებითა და კუნთოვანი ქსოვილების შემცირებით არის გამოწვეული. ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა.

35 წლის ასაკში:

იწყება ადამიანის ძვლოვანი სისტემის დაბერების პროცესი - ნელდება ძვლის უჯრედების განახლების პროცესი, ძვლები თანდათან სუსტდება და იზრდება მოტეხილობების რისკი. ადამიანი სიარულის დროს სწრაფად იღლება. თავს იჩენს ტკივილი ხერხემალსა და სახსრებში.
იწყება მკერდის დაბერების პროცესი. ქალის მკერდი თანდათან კარგავს სიმკვრივეს და ეშვება. მკერდის დაბერების მიზეზი ცხიმოვანი ქსოვილების შემცირება და კანის ელასტიკურობის დაკარგვაა.
იწყება სასქესო ორგანოების დაბერების პროცესი. ქალებში მკვეთრად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და სასქესო ჰორმონების დონე. მამაკაცებში იკლებს სპერმის ხარისხი.

40 წლის ასაკში:

იწყება გულის დაბერება - დაბერების მთავარი მიზეზი სისხლძარღვების ელასტიკურობის შემცირება და ქოლესტერინის მატებაა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება არტერიული წნევა, ირღვევა ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, რამაც შეიძლება სერიოზული გართულებები, მაგალითად, ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი გამოიწვიოს.
იწყება თვალების დაბერების პროცესი - ამ ასაკიდან სასურველია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტები, რომ არ გამოგეპაროთ ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა და თვალის ბადურის ასაკობრივი დისტროფია.
იწყება კბილების, ღრძილებისა და სანერწყვე ჯირკვლების დაბერების პროცესი. სანერწყვე ჯირკვლები თავიანთ ძირითად ფუნქციას (ბაქტერიების მოსპობას) ვეღარ უმკლავდებიან, რაც ინფექციების გავრცელებასა და ღრძილების დაავადებებს იწვევს.

50 წლის ასაკში:

იწყება თირკმელების დაბერების პროცესი. მამაკაცებს სწორედ ამ ასაკში ეწყებათ პროსტატის ჯირკვლის დაბერება, რაც შარდვის გაძნელებისა და გახშირების და სხვა სიმპტომებით გამოიხატება.

55 წლის ასაკში:

იწყება კუჭის დაბერების პროცესი,
უარესდება სმენა.

60 წლის ასაკში:

ადამიანი ნაწილობრივ კარგავს გემოს შეგრძნებას.

65 წლის ასაკში:

იწყება შარდის ბუშტის დაბერების პროცესი.
ბერდება ხმა.

70 წლის ასაკში:

ბერდება ღვიძლი, რომელიც ყველაზე გამძლე ორგანოა და დიდხანს ინარჩუნებს რეგენერაციის უნარს.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია; ცხოვრების ჯანსაღი წესისა და აქტიური ვარჯიშის პირობებში ზემოჩამოთვლილი ასაკობრივი ნორმების რამდენიმე წლით გახანგრძლივება სავსებით შესაძლებელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი