ვინ იყო ადამიანი, ვინც თვითმფრინავი შეჭამა?

იცით თუ არა...

1 ივნისი 15:00, 2018 წელი

ამ უცნაურმა ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე შეჭამა 18 ველოსიპედი, სუპერმარკეტის 15 ურიკა, 7 ტელევიზორი, 2 საწოლი, 6 შანდალი, თხილამურები, კომპიუტერი და თვითმფრინავი!

მისი ნამდვილი სახელი მიშელ ლეტიტოა, მაგრამ ხშირად „მისტერ მჭამელას“ სახელით მოიხსენიებდნენ.

ლეტიტო ჯერ კიდევ 9 წლის ბიჭუნა გახლდათ, როცა თავისი უჩვეულო შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო. პირველად, მინის ჭიქის დაგემოვნების მცდელობა ენის გაჭრით დასრულდა, თუმცა შემდეგ სწორი ტექნოლოგია შეიმუშავა და მალე ლუდისა და შამპანურის ბოთლებსაც კი უპრობლემოდ გეახლებოდათ.

მოგვიანებით, „მისტერ მჭამელამ“ მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახადა და გემო ველოსიპედსაც გაუსინჯა, თუმცა ჯაჭვის მონელება გაუჭირდა და სწორი ნაწლავიდან ჯაჭვის ამოღება ექიმს მოუწია.

16 წლიდან მიშელმა წარმოდგენებში მონაწილეობა დაიწყო. ის ყველაფერს გეახლებოდათ: ველოსიპედების მეტალის ნაწილებს, ინსტრუმენტებს, რეზინს, ტელევიზორებს, სამართებლებს და ა.შ. ლეტიტოს წარმოდგენებს მაყურებელი არასოდეს აკლდა. ნელ-ნელა ლეტიტოს საჭმლის მომნელებელი სისტემა უჩვეულო „პროდუქტების“ მიმართ ადაპტირდა. მამაკაცის კუჭის კედლები, ჩვეულებრივი ადამიანის კუჭთან შედარებით, ორჯერ უფრო სქელი გახდა, თუმცა მისი პირადი ექიმის მორზოლის თქმით, ზოგჯერ მიშელი მწვავე ტკივილებს განიცდიდა.

„ის ჩვეულებრივი აგებულების, მაგრამ ძლიერი სულის ადამიანია. მისთვის ყველაზე მთავარია, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ განსაკუთრებულია“, - ამბობდა მორზოლი.

„მისტერ მჭამელას“ კარიერის მწვერვალი თვითმფრინავი Сессна-150“-ის დაგემოვნება გახლდათ, რასაც თითქმის 2 წელი დასჭირდა. ლოტიტო მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ  უჩვეულო რაციონი მის ორგანიზმს ზიანს არ აყენებდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ ჯერზე შიშით ელოდნენ, რომ მორიგი ჭიქა ან რკინის ნაჭერი მისთვის უკანასკნელი გახდებოდა და ცდილობდნენ, სახიფათო გატაცებაზე უარი ეთქმევინებინათ. მიუხედავად იმისა, რომ „მისტერ მჭამელას“ თავისი პოპულარობა ჯანმრთელობას ერჩივნა, 55 წლის ასაკში იძულებული გახდა, „პენსიაზე გასულიყო“. 57 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.

დღეს ის თითქმის აღარავის ახსოვს, თუმცა მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი და ამ დრომდე მისი რეკორდის გამეორება ვერავინ შეძლო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?