საკნატუნო ამბები

10 გენიოსი, რომელსაც თითქმის არ ეძინა

fun time

14:00 ხუთ. 26 აგვისტო, 2021 წელი

მარგარეტ ტეტჩერი

14
დაკოპირებულია

ჯანმრთელი ადამიანის ძილის სადღეღამისო ნორმა 8 საათია, თუმცა ამ ადამიანებს ღამეში 2-3 საათი ან საერთოდ არ ეძინათ, მაგრამ ისინი იგებდნენ ომებს, ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოებს, ქმნიდნენ შედევრებს... საინტერესოა, რა იყო მათი საიდუმლო?

1. რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იულიუს ცეზარი (100-44 ჩ.წ.)

რომის იმპერიის შემქმნელმა მომავალი ევროპის კულტურა სამუდამოდ შეცვალა და სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ „რომაული მსოფლიოს“ ერთპიროვნული მმართველი გახდა.

თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ ასეთი შედეგის მისაღწევად იულიუს ცეზარს დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი ეძინა. ცეზარი არასოდეს აყენებდა საკუთარ თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და სამხედრო ლაშქრობების დროს, თავის ჯარისკაცებთან ერთად, ღია ცის ქვეშ, მიწაზე ძილს არჩევდა.

2. ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

გენიალური მხატვარი და გამომგონებელი ყოველ ოთხ საათში ერთხელ, 15-20 წუთით იძინებდა, რაც დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს შეადგენს. დანარჩენ 22 საათს მხატვარი მუშაობაში ატარებდა.

ძილის ამგვარ რეჟიმს „მრავალფაზიანი ძილი“ ეწოდება და მიიჩნევა, რომ მას სიფხიზლის პერიოდის 20-22 საათამდე გაზრდა შეუძლია.

მსოფლიოში „მრავალფაზიანი ძილის“ ბევრი მოყვარული არსებობს, თუმცა მათ შორის მეორე ლეონარდო და ვინჩი ჯერჯერობით არ გამოჩენილა 😉.

3. ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790)

ცნობილი პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი, რომლის ხელმოწერა - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას, ხოლო პორტრეტი ასდოლარიან კუპიურას ამშვენებს.
ფრანკლინს მიაჩნდა, რომ კარგი ყოველთვის ცოტაა, ძილი კი მშვენიერი რამ გახლავთ, ამიტომ შეუძლებელია, ბევრი გქონდეს.
პოლიტიკოსს ძალიან მკაცრი დღის განრიგი ჰქონდა, რომელშიც ძილს მხოლოდ 4 საათი ეთმობოდა.

4. ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821)

ალბათ, გსმენიათ ნაპოლეონის გამოთქმა: „ნაპოლეონს 4 საათი სძინავს, მოხუცებს - 5, ჯარისკაცებს - 6, ქალებს - 7, მამაკაცებს - 8, ხოლო 9 საათი მხოლოდ ავადმყოფებს სძინავთ“.
მართლაც ასე იყო... მხედართმთავარი დასაწოლად შუაღამისას მიდიოდა და ღამის 2 საათამდე ეძინა. შემდეგ იღვიძებდა და მუშაობდა.
დილის 5 საათზე ნაპოლეონი ისევ ორი საათით იძინებდა და ეს მხნეობისთვის სრულიად ჰყოფნიდა. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ გამუდმებული სტრესების გამო, უდიდეს მხედართმთავარს უძილობა აწუხებდა და ხშირად, საერთოდ არ ეძინა. ზოგიერთი ექსპერტი სწორედ ძილის კატასტროფული უკმარისობით ხსნის ვატერლოოსთან რამდენიმე სტრატეგიულ შეცდომას.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლების შემდეგ ნაპოლეონი მთლიანად შეიცვალა - ძალიან დიდხანს ეძინა და გაღვიძებას არ ჩქარობდა.

5. თომას ჯეფერსონი (1743-1826)

ამერიკის მესამე პრეზიდენტსა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორს დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი ეძინა. მისი მიმოწერიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ პოლიტიკოსს განსაკუთრებული დღის რეჟიმი არასოდეს ჰქონია. დასაძინებლად ყოველთვის სხვადასხვა დროს, თუმცა ძალიან გვიან წვებოდა და ძილის წინ აუცილებლად წიგნს კითხულობდა.

6. თომას ედისონი (1847-1931)

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი, რომელმაც საკულტო სიტყვა „ალო“ შექმნა, ამბობდა, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინა. როგორც ბევრ გენიოსს, ძილი მასაც დროის ფუჭად კარგვად მიაჩნდა. შესაძლოა, სწორედ ამან უბიძგა ნათურის გამოგონებისკენ. მანამდე სანთლის შუქზე, ადამიანებს 10 საათი ეძინათ. ედისონის ნათურებმა კი ძილის დრო დღე-ღამეში 7 საათამდე შეამცირა.

7. ნიკოლა ტესლა (1856-1943)

ცნობილ მეცნიერს, ფიზიკოსსა და გამომგონებელს დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათი ეძინა. დაღლილობის მიუხედავად, ტესლას მთელი ღამე შეეძლო, ემუშავა და წამითაც არ ჩაეთვლიმა.

„მე სრულიად გადაღლილი და გამოფიტული ვარ, მაგრამ მუშაობის შეწყვეტა არ შემიძლია. ჩემი ექსპერიმენტები იმდენად საოცარი და მნიშვნელოვანია, ძლივს ვწყდები, რომ ვისადილო. დაძინებისას კი გამუდმებით მათზე ვფიქრობ. სავარაუდოდ, გავაგრძელებ, სანამ არ დავეცემი“, - წერდა ნიკოლა ტესლა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი დამქანცველი მუშაობის შემდეგ ძალების აღსადგენად მეცნიერი დიდი ხნით ეთიშებოდა სამყაროს და იძინებდა.

8. უინსტონ ჩერჩილი (1874-1965)

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი (თავად ბრიტანელების აზრით) დასაძინებლად ღამის 3 საათზე წვებოდა და დილის 8 საათზე იღვიძებდა. ამგვარად, მას დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინა. თუმცა, როცა ამის საშუალება ჰქონდა, ბრძენი პოლიტიკოსი სადილის შემდეგ, ერთი საათით წაუძინებდა ხოლმე.

„გახსოვდეთ, სადილსა და ვახშამს შორის დაძინება აუცილებელია. მე ყოველთვის ასე ვაკეთებ. არ იფიქროთ, რომ ამის გამო ნაკლებს იმუშავებთ. ეს ფანტაზიებისგან დაცლილი ადამიანების ბრიყვული მოსაზრებაა. პირიქით, გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ, რადგან ერთის ნაცვლად, ორი დღე გამოგივათ. სულ მცირე, დღე-ნახევარი მაინც... “ - ამბობდა ჩერჩილი.

9. სალვადორ დალი (1904-1989)

ზუსტად არავინ იცის, დღე-ღამეში რამდენი ხანი ეძინა გენიოს ესპანელ მხატვარს, თუმცა არსებობს ცნობები, რომ ლეონარდო და ვინჩის მსგავსად, ისიც მრავალფაზიან ძილს არჩევდა.

ამისთვის სალვადორ დალი ლოგინთან ახლოს, მეტალის ლანგარს დებდა, ხელში კი კოვზს იჭერდა. როგორც კი „ღრმა ძილის“ ფაზაში შევიდოდა, მხატვარს კოვზი ხელიდან უვარდებოდა და რკინის ბრახუნისგან ეღვიძებოდა. დალის თქმით, ნახევრად ძილსა და სიფხიზლეს შორის პერიოდი ახალი იდეებით ავსებდა.

10. მარგარეტ ტეტჩერი (1925-2013)

„რკინის ლედი“ გამორჩეულად შრომისმოყვარე ადამიანი გახლდათ. მას დღე-ღამეში მხოლოდ 4-5 საათი ეძინა. ხშირად კი 2 საათსაც სჯერდებოდა.

„დღე-ღამეში 5 საათზე მეტი არასოდეს მძინებია. ასეა თუ ისე, ჩემი ცხოვრება ჩემი სამუშაოა. ზოგიერთი ადამიანი იმიტომ მუშაობს, რომ იცხოვროს, მე კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ვიმუშაო. ხშირად საათ-ნახევარზე მეტი არ მძინავს. იმისთვის, რომ შესაფერისი ვარცხნილობა მქონდეს, შემიძლია, ძილისთვის განკუთვნილ დროზე უარი ვთქვა“, - ამბობდა ტეტჩერი.

🔰🔰🔰:

გენიოსები ღმერთის შესახებ

მონარქების, პოლიტიკოსების და ხელოვანების სიტყვები სიკვდილის წინ

მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში