+18

არც ისე პატარაა: რაზე არ უნდა ილაპარაკოთ საწოლში?

fun time

23:00 შაბ. 29 იანვარი, 2022 წელი

რაზე არ უნდა ილაპარაკოთ
საწოლში

14
დაკოპირებულია

ბევრი ფიქრობს, რომ სექსის დროს სიტყვები და საუბარი არაფერს ნიშნავს. არადა ერთი უაზრო სიტყვით შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოთ. სექსში იდეალური წესია: „ნაკლები ლაპარაკი - მეტი საქმე“, რადგან სიამოვნება ნებისმიერ საუბარზე უკეთესია.

საწოლში არასდროს უთხრათ პარტნიორს:

შენ საუკეთესო ხარ

საწოლში უწყინარი შექება შესაძლოა, ასე ჟღერდეს: „შენ საუკეთესო ხარ. ისევე, როგორც ბოლო ათი ჩემი საყვარელი“. შენ საუკეთესო ხარ - შედარებაა, უკაცრავად, მაგრამ ყოფილი პარტნიორების პენისებთან. ამგვარი სიტყვების შემდეგ სიტუაციას ტინა ტერნერის სიმღერაც კი Simply The Best ვერ გამოასწორებს.

მოდი, უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტოთ

იცით, ეს იგივეა, რომ მოგაწოდონ კანფეტი, რომელიც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ მისი ჭამის უფლება არ მოგცენ. გითხრან, მხოლოდ ხელში გეჭიროს. საწყენია, არა, როდესაც ვნებების კორიანტელში უცებ სთავაზობთ - „უბრალოდ, დავწვეთ და ჩავეხუტოთ?“ გახსოვდეთ, არ „გაუტეხოთ" და „გატეხილში“ არც თქვენ დარჩებით.

ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით

მდინარეში ძალიან ღრმად ნუ შეხვალთ. სიტყვებით „ყოველთვის“, „მუდამ“ თქვენს პარტნიორს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებთ. ის კი ჯერ საერთოდ არ ფიქრობს ქორწილზე, ბავშვებსა და იპოთეკაზე. რატომ აშინებთ კაცს?

უკვე მორჩა?

აღიარეთ, თქვენ არ გაღიზიანებთ ფრაზა „გაათავე?“, „უი, უკვე?", „მე უცებ მოვრჩი და შენ?“. მსგავსი შეკითხვების შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, ფარდა ჩამოუშვათ და სცენიდან გაქრეთ (ანუ საწოლიდან).

არც ისე პატარაა

ამ სიტყვებით თქვენს სექსუალურ პარტნიორს სექსის სურვილს საკმაოდ დიდი ხნით გაუქრობთ, ყოველ შემთხვევაში, თქვენთან სექსის სურვილს. რა საჭიროა პენისის ზომაზე ხაზგასმა სექსუალური აქტის პროცესში. ამ დროს გაცილებით სასიამოვნო რამით შეგიძლიათ დაკავდეთ.

რაზე ფიქრობ ახლა?

დაუშვათ, ის ფიქრობს, რომ პროფილაქტიკიდან მანქანა ჰყავს გამოსაყვანი ან ახალი ფეხსაცმელი აქვს საყიდელი. ან გიპასუხოთ, რომ სამუშაო წერილის ტექსტზე ფიქრობს... სრულიად შესაძლებელია, ვნებიანი სექსის შემდეგ ის არაფერზე ფიქრობდეს, თავში სრულ სიცარიელეს გრძნობდეს და ეს თქვენც კარგად იცით, რომ ასეა. ასე რომ, მართლა გინდათ გაიგოთ, რაზე ფიქრობს?

აი, ჩემს წინა პარტნიორს შეეძლო...

არასდროს განიხილოთ ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობა საწოლში, ნუ შეადარებთ მას ყოფილთან. ეს შესაძლოა, იმის მიზეზად იქცეს, რომ მან თქვენთან ურთიერთობა დაამთავროს და მის მოგონებებში უსიამოვნო კვალი დატოვოთ.

⭕⭕⭕

უცნობი ეროგენული ზონები

რატომ ვერ განიცდის ქალი ორგაზმს - 7 მიზეზი

ქალის ორგაზმი - 13 საინტერესო ფაქტი

სექსის შემდეგ - რას აკეთებენ წყვილები ყველაზე ხშირად?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში