რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს სექსი?
23:00 შაბ. 15 მაისი, 2021 წელი
ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, რა რაოდენობის სექსია საკმარისი მყარი და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის? შეიძლება, საკუთარი თავისთვისაც გიკითხავთ: ნეტავ, იშვიათად ხომ არ მაქვს ან სხვებს რამდენჯერ აქვთ?
რამდენია საკმარისი?
ალბათ, ელოდებოდით პასუხს: „ზუსტი ციფრი არ არსებობს“ და რაც არ უნდა მოგიწოდონ სხვადასხვა გამოცემებმა (მათ შორის, ჩვენც), რომ სექსით ყოველი შესაძლებლობის დროს უნდა დაკავდეთ, ჯობია, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: რვასაათიანი ჯანსაღი ძილი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ცხელი სასიყვარულო ღამე.
წყვილის სექსუალურ ცხოვრებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს: ასაკი, ცხოვრების სტილი, ლიბიდოს ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სტრესი, შვილების რაოდენობა...
ცხოვრება სექსის გარეშე
სექსოლოგები წყვილებს, რომელთაც სექსი წელიწადში ათჯერ აქვთ, უსექსო წყვილებს (sexless) უწოდებენ. თუმცა, სექსის ნაკლებობა ყოველთვის არ მიანიშნებს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემა აქვს. ბევრისთვის სექსი - ინტიმურობის უმაღლესი სტადიაა. თუმცა, არსებობენ წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ სექსზე უარი თქვან, თუმცა ამით საკუთარი ურთიერთობა არ დააზარალონ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.
სექსოლოგი იან კერნერი განმარტავს, რომ წყვილები, რომლებიც სექსზე უარს ამბობენ, უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ნაკლებად თავდაჯერებულები არიან. სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ სექსი „წებოსავითაა, რომელიც ერთმანეთზე გვამაგრებს. სექსის გარეშე წყვილები, საუკეთესო შემთხვევაში, კარგი მეგობრები არიან, ხოლო ცუდ შემთხვევაში - ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები".
ფსიქოთერაპევტ ტინა ტესინას თქმით კი, სექსზე უარის მიზეზი ერთ-ერთ პარტნიორის გრძნობების შესუსტებაც შეიძლება იყოს, ზოგიერთი მუდმივად დაკავებულია, ზოგს კომუნიკაციის პრობლემა აქვს და ა.შ.
როდესაც სექსი არ არის
ნორმალურია, თუკი წყვილს სექსი არ აქვს? დიახ, თუკი ორივე პარტნიორს ამგვარი მდგომარეობა აწყობს, რატომაც არა?! თანაც, საშოში პენისის შეღწევის გარდა, სექსის ალტერნატიული საშუალებაც არსებობს და მათ შორის ერთ-ერთია ორმხრივი მასტურბაცია.
ჩვენი სხეული და გონება რთულადაა მოწყობილი. ვიღაცისთვის სექსი - მოდუნებისა და სტრესის მოხსნის საშუალებაა, ხოლო ზოგიერთ ადამიანში - მხოლოდ დაძაბულობას იწვევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია ის, რაც ორივესთვის მისაღებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან