დესერტი

მარტივი დესერტი ცხობის გარეშე

fun time

12:00 ორშ. 1 აგვისტო, 2022 წელი

მარტივი დესერტი ცხობის
გარეშე

14
დაკოპირებულია

არ სჭირდება ფქვილი, კვერცხი და მომზადება მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს.

საჭირო პროდუქტი:

  • კარაქი - 100 გ
  • 20%-იანი არაჟანი ან ცხიმიანი ნაღები - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ვანილის - 10 გ
  • მარილი - მწიკვი
  • რძის ფხვნილი - 250 გ
  • თხილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარაქი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, ჯერ ცოტა მარილი და შაქარი, შემდეგ კი არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. მიღებული მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ამის შემდეგ დაუმატეთ ვანილის და მიღებული მასა მიქსერით 2-3 წუთის განმავლობაში თქვიფეთ.

3. ათქვეფილ მასას ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ რძის ფხვნილი და კარგად აურიეთ. საბოლოოდ მიიღებთ სქელ, ბლანტ მასას, რომელიც ფორმას შესანიშნავად ინარჩუნებს.

4. სასურველ ფორმაში ჩააფინეთ პოლიეთილენის ფირი, წაუსვით ზეთი და მომზადებული მასა გადაიტანეთ.

5. დესერტს თხილი მოაყარეთ და საყინულეში 20-30 წუთით შედგით. სუფრაზე მიტანის წინ კი ლამაზ კვადრატებად დაჭერით.

ბურფი ინდური დესერტია, რომელიც გემოთი რძიან შოკოლადს წააგავს, მაგრამ ბევრად უფრო ნაზი ტექსტურით.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ 👇

უმარტივესი ნამცხვარი შოკოლადით

ბაუნტის რულეტი - მარტივი დესერტი ცხობის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი