დესერტი

უმარტივესი ნამცხვარი შოკოლადით

fun time

16:00 სამ. 7 ივნისი, 2022 წელი

შოკოლადის დესერტი

14
დაკოპირებულია

შოკოლადის დესერტები თუ გიყვართ, ესეც სცადეთ - უგემრიელესი, არომატული და, რაც მთავარია, მარტივად მოსამზადებელია.

შოკოლადის ნამცხვრის გამოსაცხობად საჭიროა:

- 100 გრ ნებისმიერი შოკოლადი;
- 1 ფირფიტა ფენოვანის ცომი (შოკოლადის ფილაზე დიდი მოცულობის);
- 1 კვერცხი;
- დაჭრილი თხილი.

მოათავსეთ შოკოლადის ფილა გაბრტყელებულ ცომზე. დაჭერით ცომის გვერდები ზოლებად. მოაცილეთ კუთხეები.

გადაახვიეთ შოკოლადი ცომში. გადახვევა დაიწყეთ ზედა მხრიდან, კვადრატული ნაწილიდან და ჩამოჰყევით ქვევით.

გადაუსვით ფუნჯით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ დატეხილი თხილი.

შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში.

სულ ეს არის; გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი