დესერტი

ორცხობილა კორჟიკი - გემო ბავშვობიდან

fun time

18:02 შაბ. 9 სექტემბერი, 2023 წელი

ორცხობილა კორჟიკი

14
დაკოპირებულია

ამ უგემრიელესი ნამცხვრის გემო, რომელიც წლების წინათ, ყველა სკოლის ბუფეტში იყიდებოდა, უფროსი თაობის ადამიანებს მშვენივრად ახსოვთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მათ შვილებს და შვილიშვილებსაც მოეწონებათ. 

საჭირო პროდუქტი:

  • გაცრილი ფქვილი - 420 გრ.
  • შაქარი - 200 გრ.
  • რძე - 100 მლ.
  • კარაქი - 100 გრ.
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ვანილი,
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ.

გადასასმელად - 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. რძე (ან შაქარი მოაყარეთ).

მომზადების წესი:

ფქვილი და გამაფხვიერებელი წვრილ საცერში გაცერით.

რძეს ვანილი და შაქარი დაუმატეთ, წამოადუღეთ და გააცივეთ.

კვერცხი და კარაქი ერთად ათქვიფეთ, დაასხით გაცივებული რძე და ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი და 60 წუთით მაცივარში შედგით.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი, დაახლოებით, 6-7 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. სპეციალური ფორმის ან ჩვეულებრივი ჭიქის დახმარებით ამოჭერით დიდი წრეები და საცხობი ქაღალდით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ.

ცალკე ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ რძე და ნამცხვრებს თავზე გადაუსვით, შემდეგ ზემოდან შაქარი მოაყარეთ და 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ორცხობილა კვერცხის გარეშე

საბავშვო ორცხობილა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე