დესერტი

უგემრიელესი შოკოლადის ჩურჩხელა (ცოტა ზარმაცებისთვის)

fun time

15:01 ოთხ. 23 დეკემბერი, 2020 წელი

შოკოლადის ჩურჩხელა

14
დაკოპირებულია

ახალი წელი უჩურჩხელოდ წარმოუდგენელია, ჰოდა ამ ტრადიციული ქართული ჩაროზის ეს ახალი ვერსიაც მშვენივრად შეასრულებს თავის მისიას  - ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას! 🎄

ამ უგემრიელეს ნუგბარს საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთში განსხვავებულად ამზადებენ: აღმოსავლური ჩურჩხელა ყურძნის წვენისა და პურის ფქვილისგან მოდუღებული თათარით და ნიგვზით მზადდება, დასავლური ჯანჯუხა კი - ყურძნის წვენისა და მჭადის ფქვილისგან მოდუღებული ფელამუშით და თხილით. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სახეობის ჩურჩხელა, რომელსაც აღმოსავლეთსაც და დასავლეთშიც გემრიელად მიირთმევენ - ეს შოკოლადის ჩურჩხელა გახლავთ.

საჭირო პროდუქტი:

  • თხილი, ნიგოზი ან ნუში - 300 გრ. (გულსართისთვის);
  • თეთრი ან შავი შოკოლადის ფილა (შეიძლება ე.წ. შოკოლადის ღილებიც) - 4 ან 5 ცალი;
  • აბრეშუმის ან ბამბის ძაფი - თვალის ზომით.

მომზადება:

  1. დავიწყოთ საჩურჩხელე თხილისთვის კანის გაცილებით. ამისათვის თხილი (ნიგოზი ან ნუში) ტაფაზე დაყარეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით, თან ხის კოვზით ურიეთ, რომ არ დაიწვას.
    როცა შეატყობთ, რომ თხილს კანი ეცლება, გადმოდგით ცეცხლიდან და ხელის მოსმით მოაცილეთ. (თხილისთვის კანის მოცილება სხვანაირადაც შეიძლება - ჩაყარეთ თხილი პატარა ჯამში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. ამის შემდეგ ცივი წყალი გადავავლთ და კანი ხელით მოაცილეთ).
  2. აბრეშუმის ან ბამბის ძაფი დაჭერით სასურველ ზომაზე (შოკოლადის ჩურჩხელა ჩვეულებრივზე მოკლე უნდა იყოს) და ძაფის ბოლო განასკვეთ.
  3. 5 ან 6 ცალი თხილის გული ძაფზე ააცვით. ასე გააგრძელეთ თხილის რაოდენობის ამოწურვამდე;
  4. თეთრი ან შავი შოკოლადის 4 ან 5 ფილა (შეიძლება ე.წ. შოკოლადის ღილებიც) დაამტვრიეთ, მოათავსეთ ჯამში და გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
  5. გამდნარ შოკოლადში ძაფზე ასხმული თხილი სათითაოდ ამოავლეთ და დაკიდეთ ისე, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. თუ საჭიროა, ჩურჩხელები გამდნარ შოკოლადში მეორედაც ამოავლეთ, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი შოკოლადის ფილა დაგჭირდებათ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით