დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ორშ. 27 ივნისი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და სარისკო მოქმედებებისგან თუნდაც ერთი დღე თავი შეიკავოთ. ეცადეთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარონ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, სარგებელს მოგიტანთ. ასაკით უფროს ადამიანთან საუბარი და საუბრის შედეგი თქვენს პოზიციას გააუმჯობესებს. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად იმოქმედოთ.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით, თუმცა მთავარი პრობლემები წინ გელით.

ლომი

ასაკით ან სამსახურებრივი მდგომარეობით უფროს ადამიანთან კამათი გელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. უმჯობესია, ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და, რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. წარმატება ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ. მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ.

ქალწული

საუკეთესო დღეა მოლაპარაკებებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. სამუშაო კვლავაც ბევრია, მაგრამ როგორც არასდროს, ისე გღლით და გაღიზიანებთ.

სასწორი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ბევრი სასწორი ხელფასს ან ფულად პრემიას მიიღებს. ფინანსური თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს უმჯობესია მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა შედეგს ვერ მოგიტანთ. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უანგაროდ გეხმარებოდათ. ეცადეთ, მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ და ნაკლები - ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარკვევას.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის - თითქოს, ჯადოსნური ჯოხის აქნევით, თქვენს სურვილებს პირველივე ცდაზე შეასრულებენ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად იმოქმედოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი გელით. ეცადეთ, შანსი არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობას მოიპოვებთ და ბედი გაგიღიმებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით, თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ახლა ყველაფერი თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. წარმატება ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ, მთავარია, დროულად შეამჩნიოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

თევზები

სავარაუდოდ, დახმარების თხოვნაზე უარს მიიღებთ, თუმცა სანერვიულო არაფერია - ყველაფერს თავად გაუმკლავდებით. უფროსებთან რთული საუბარი გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ფინანსურ შემოსავალს უნდა ელოდოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge