დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 სამ. 28 ივნისი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. მაცდური შეთავაზება გელით, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ და მოსალოდნელი შედეგი გათვალეთ. ეცადეთ, კრედიტები დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ მალე ფინანსურ სირთულეებს წარმატება შეცვლის. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

კურო

კარგი ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. დროა იზრუნოთ ადამიანებზე, ვინც ყოველთვის უანგაროდ გეხმარებოდათ. მოერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ახალი ვალდებულებების აღებას - ყველაფერს თავის დრო აქვს.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც განსაკუთრებულ ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანი არ გინახავთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია ცვლილება, რომელიც ძალიან გაგახარებთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დიდებულ შედეგს მიიღებთ. ცუდი დღეა სექსისთვის. ეცადეთ, სხვა „გასართობი“ იპოვოთ.

ლომი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იშვიათი წარმატება გელით. ჩხუბის შემთხვევაში, ნუ ეცდებით, კონფლიქტის მხარეები შეარიგოთ, რადგან ეს მხოლოდ გაართულებს ვითარებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - შესაძლოა, ერთ-ერთმა დაშორება გადაწყვიტოს.

ქალწული

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და ორმხრივ სასარგებლო იქნება.

სასწორი

ურთიერთობებისა და აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, „უჩინმაჩინის ქუდი“ დაიხუროთ და სახლში განმარტოვდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად.

მორიელი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მორიელებისთვის. კრიზისულ ვითარებაში შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პლანეტების განლაგება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, არ ინერვიულოთ - ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ.

თხის რქა

მუშაობა დროებით უნდა დაივიწყოთ და ეს დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალების გადახდა მოგთხოვოთ. ნუ მოდუნდებით, ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და გონიერება გჭირდებათ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელოდებათ, უემოციოდ აღიქვათ და საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

თევზები

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯი გექნებათ. თუ ვინმე თეატრში ან კინოში დაგპატიჟებთ, უარს ნუ ეტყვით, რადგან სასიამოვნო შეხვედრა გელით. უფროსებთან რთული საუბარი საბოლოოდ პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge